სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0025.jpg

ხარაგაულის ბიუჯეტში 6 თვის ადგილობრივი შემოსავლები 110 პროცენტით შესრულდა

 

დღეს ხარაგაულის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით ოთხი საკითხი განიხილეს.

ის დეპუტატები , რომლებიც სხდომაზე პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე არ იმყოფებოდნენ, სხდომას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა 2021 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგები წარუდგინა საკრებულოს.

ვლადიმერ გელაშვილი: ,,2021 წლის ბიუჯეტი  9 მილიონ 81100 ლარი გახლდათ, შემდეგ მოხდა ცვლილებები, და წლიური ბიუჯეტი  16 მილიონ 919ათას  900 ლარით განისაზღვრა, დღეს უკვე 17 მილიონს გადავაჭარბეთ.

 მხოლოდ იანვარ- ივნისის თვის ბიუჯეტი  8 მილიონ 471 ათას 900 ლარი იყო, შესრულდა  6 მილიონ 914 ათას 800 ლარით, ესეიგი 81, 6 პროცენტით. გასული წლის შესაბამის პერიოდს 2 მილიონ 17 ათას 400 ლარით გადავაჭარბეთ.

 განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შემოსავლები შესრულდა 110, 1 პროცენტით, ასევე მოგახსენებთ გასავლებს , რასაც ჩვენ ხარჯებს ვუწოდებთ, 6 თვის გადასახდელების ნაწილში ხარჯები 11 მილიონ 187 ათას 300 ლარით განისაზღვრა, და  7 მილიონ 260 ათას 800 ლარით შესრულდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2021 წლის 6 თვის ხარჯები მილიონ 576 ათას 500 ლარით არის გაზრდილი.“

ნანახია: 594 - ჯერ