სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/wera.jpg

თუ შენ სკოლის მოსწავლე ხარ და წერა გიყვარს

 საქართველოს საჯარო, კერძო სკოლებისა და უცხოეთში მცხოვრები ქართულენოვანი VII-XII კლასის შესაბამისი ასაკის მოსწავლეებისათვის,აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე აცხადებს დიდი ქართველი მწერლების ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს „ზღვაური-2021”.

  • კონკურსზე მიიღება პოეზია - 3 ლექსი ( პოემებს ნუ გამოგზავნით),
  • მცირე პროზა - მოთხრობა არაუმეტეს 2- 3 ნაბეჭდი გვერდი. თემატიკა: პატრიოტული, რეალური ისტორიები რეალურ ადამიანებზე,

 ( განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პატრიოტულ თემატიკას(რომელიც მიეძღვნება დიდგორობის 900 წლისთავს),  ასევე რეალურ თუ გამოგონილ ისტორიებზე დაფუძნებულ მოთხრობებს). 

მინიატურა ან ჩანახატი ( 15 სტრიქონიდან - 1 გვერდამდე)

საკონკურსო ნაწარმოებები არანაირი ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.

ნაწარმოებები გამოგზავნეთ WORD-ის ფაილით, შრიფტი Sylfaen, ზომა 12. 

  • საკონკურსო მასალების მიღება დაიწყება 25 სექტემბერს და დასრულდება 25 ნოემბერს.

 დაჯილდოება გაიმართება 10 დეკემბრამდე.

  • კონკურსში მონაწილობის მსურველებმა თქვენი შემოქმედება გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - konkursizgvauri@gmail.com

 აუცილებლად მიუთითეთ:

სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მუნიციპალიტეტი, სკოლა და კლასი

ყურადღება მიაქციეთ:

  1. შემოსულ მასალებს შეაფასებს კომპეტენტური და შესაფერისი რეგალიების მქონე ჟიური, რომელთაც აღნიშნული მასალა ავტორის მითითების გარეშე, სპეციალური ნომრის მინიჭებით მიეწოდებათ, რაც ლიტერატურულ ნაწარმოებთა ობიექტური შეფასების საფუძველია.
  2. ჟიური 5 წევრისგან შედგება. შეფასება 10 ბალიანი სისტემით განხორციელდება. ფინალში გადავლენ ის ავტორები, რომელთა ნაწარმოებიც  35 დან 50-მდე  ქულამდე შეფასდება. გამარჯვებულნი,  რეიტინგის შესაბამისად,  3 ოქროს, 3 ვერცხლის,  6 ბრინჯაოს დიპლომითა და შესაბამისი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ხოლო, ოქროს დიპლომოსანი სამეული  ,,ზღვაურის“ სპეციალური პრიზის მფლობელიც ხდება.
  3. თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჟიური იმსჯელებს, რათა გამარჯვებული გამოავლინოს.
  4. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემოქმედება კონკურსგარეშე მიიღება და ჟიურის წევრების მხრიდან შესაფერისი შეფასების მიღების შემთხვევაში - დიპლომით ჯილდოვდება.
  5. შემოქმედებითი მასალა, რომელიც მითითებულ მოცულობას აღემატება -არ შეფასდება!!!

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ნოემბერი.

  ამასთან ერთად,  პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებებისთვის, დიდგორობის 900 წლისთავისთავთან დაკავშირებით,  ამ ნომინაციაში გამარჯვებულთათვის დაწესებულია სპეციალური, სანომინაციო  8 დიპლომი და წიგნები.

   ასევე, სამომავლო მოტივაციის  მიზნით,  ფინალისტის დიპლომითა და წიგნებით დაჯილდოვდებიან ფინალში გადასული ის მონაწილეები, რომლებიც 35 ქულიან  ბარიერს გადალახავენ .

 საჭიროების შემთხვევაში, ჟიურის წევრთა ყველა ქულა გამოქვეყნდება.

გამარჯვებული ნაწარმოებები, მომავალ წელს დაიბეჭდება  ლიტერატურულ ჟურნალ ,,ზღვაურში“, გამორჩეული მასალა-კი  ჟურნალ ,,ჭოროხშიც“.

კონკურსის მხარდამჭერნი: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  საქართველოს მწერალთა კავშირი, აჭარის მწერალთა რეგიონული ორგანიზაცია,  აჭარის მწერალთა სახლი,  ჟურნალი ,,ჭოროხი“ და საერო ელიტური სკოლა ,,გორდა“.

ნანახია: 971 - ჯერ