სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/263169355_435549381344255_8502986482352016948_n.jpg

როგორ შეხვდება ხარაგაული ახალ 2022 წელს

 

25 დეკემბერს , მერიის წინ, ხარაგაულის საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთება,  გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ.

წინასაახალწლო ღონისძიებები ხარაგაულში მასობრივი ხასიათის არ იქნება და კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

გთავაზობთ ღონისძიებათა ჩამონათვალს:

15 დეკემბერი - ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, 14 საათი.

პროექტი ,,ჩემი პატარა ხელებით“ საახალწლო აქსესუარების დამზადება.

 

20 დეკემბერი - საბავშვო ბიბლიოთეკა, 14 საათი.

,,ზამთრის ზღაპარი“ , ზღაპარს ბავშვებისთვის წაიკითხავს მსახიობი ირინე ჩხეიძე. ონლაინ-ფორმატი.

 

21 დეკემბერი - სამუსიკო სკოლა, 15 საათი

საახალწლო კონცერტი

 

22-24 დეკემბერი, კინოთეატრის ფოიე, 12 საათი

საახალწლო ნამუშევრების გამოფენა

 

23 დეკემბერი,კინოთეატრი, 13 საათი

თოჯინების თეატრის სპექტაკლი კინოთეატრში ზღაპრის გმირებთან ერთად.

 

25 დეკემბერი - ხარაგაულის მერიის წინ ნაძვის ხის საზეიმო ანთება, კონცერტი ღია ცის ქვეშ.

 

 

27-28 დეკემბერი

საახალწლო საჩუქრების დარიგება საბავშვო ბაღების გაერთიანების აღსაზრდელებისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

 

24 დეკემბერი, სპორტსკოლა, 12 საათი

საოჯახო ოლიმპიადა

 

27-28 დეკებერი, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლი, 13 საათი

საახალწლო ღონისძიება

 

29 დეკემბერი, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, 14 საათი

საახალწლო ვიდეორგოლის პრეზენტაცია

 

ინფორმაციას ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი , ირინე ჩხეიძე გვაწვდის.

ნანახია: 1364 - ჯერ