სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/qqq.jpg

საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 25 დეკემბერს გაიმართება

ხარაგაულის მერიაში ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდების  მისანიჭებლად კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებისა და განხილვის კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიამ ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე წარსადგენ პიროვნებებთან დაკავშირებით იმსჯელა.

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წარდგენის საზეიმო ცერემონიალზე,  ხარაგაულის საპატიო მოქალაქეებს საზოგადოების წინაშე წარადგენს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან , იზა ვეფხვაძესთან ერთად.

საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 25 დეკემბერს კინოთეატრში გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე გაიმართება.

ნანახია: 1069 - ჯერ