სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_80.jpg

მარელისთან მეწყერმა სახიდე გადასასვლელი ჩაანგრია

7 მარტს გამთენიას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე სოფ. მარელისთან, საავტომობილო გზაზე  მეწყერი ჩამოწვა.

სოფელ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალა.

მეწყერმა ჩაანგრია სახიდე გადასასვლელი და საავტომობილო ხიდი დაეცა სარკინიგზო გზას.

ადგილზე იმყოფება მერის მოადგილე,დავით დევდარიანი.  დევდარიანის ინფორმაციით, ტრანსპორტით გადაადგილება მიმდებარე სოფლებში შესაძლებელია ალტერნატიული გზით.

არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ სპეციალისტები . ამ დროისთვის მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა.

ნანახია: 1131 - ჯერ