სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ing112233_3.jpg

ინგა ლურსმანაშვილი: ეს პოზიცია ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

ხარაგულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, მერიის საკონკურსო კომისიამ, ეკონომიკისა და
ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე ინგა ლურსმანაშვილის
კანდიდატურა წარუდგინა.
კობა ლურსმანაშვილმა ინგა ლურსმანაშვილის დანიშვნის ბრძანებას ხელი 1 მარტს
მოაწერა.
უკვე ერთი თვეა ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის ახლად
დანიშნული უფროსი, სამსახურებრივ საქმიანობას შეუდგა.
ინგა ლურსმანაშვილი პროფესიით იურისტია, ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, იგი
მერიის იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ასევე წლების მანძილზე მუშაობდა ხარაგაულის საკრებულოს იურისტად.
ინგა ლურსმანაშვილი: ,,ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის
თანამდებობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. სრულად ვაცნობიერებ, რომ
სამსახურში, საკმაოდ შრომატევადი სამუშაოებია გასაწევი, როგორც მუნიციპალური
ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით ისე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური
განვითარების მიზნით. ვფიქრობ, დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ გავართმევ
თავს კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით და საკუთარი გამოცდილების
შედეგად.“
წარმატებებს ვუსურვებთ ინგა ლურსმანაშვილს ახალ პოზიციაზე.

 

 

ნანახია: 1263 - ჯერ