სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/280207212_1025393241681386_7811388305313780170_n.jpg

აჩუქე სიცოცხლე - ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

სისხლის დონაციის აქციაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ააიპ-ების, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, და მოხალისეები ჩაერთნენ.

 იმერეთის რეგიონული სისხლის ბანკის დირექტორის, ლაშა გოგოლაძის ინფორმაციით, ხარაგაულში, აქციაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალი  იყო

„სისხლის უანგარო აქციაში მონაწილეთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ასეთი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, მერიის შესაბამის სამსახურებს  და თითოეულ დონორს- " აცხადებს ლაშა გოგოლაძე.

 დონაციის პროცესს, სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე აკვირდებოდა.

 როგორც ლაშა გოგოლაძემ განაცხადა სისხლის უანგარო დონაციის აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. გაღებული სისხლი  საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება.

სისხლის დონაციის შემდეგ ყველა დონორს  ექვსი სახის ანალიზი ჩაუტარდება.

 დონორებს, გამოკვლევის შედეგები ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში მიეწოდებათ.

 

 

ნანახია: 775 - ჯერ