სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_3.png

დღეს ხარაგაულს კინოქალაქი სინემა ეწვევა

დღეს, 25 ივლისს ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს, კინო ქალაქი „სინემა“ ეწვევა.

კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტია.

მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კინო ქალაქის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და მასწავლებელი მაია ლანდია სტუდია „პიონერფილმის“ წევრ ბავშვებთან ერთად ხარაგაულს ერთი კვირით ესტუმრებიან.

კინო ქალაქ „სინემას“ წარმომადგენლები ხარაგაულელ მოსწავლეებთან ერთად   საინტერესო  აქტივობების განახორციელებენ.

 გადაიღებენ ფილმებს, მოაწყობენ შეხვედრას: პოეტებთან, მუსიკათმცოდნეებთან, ცნობად სახეებთან.

ხარაგაულის უკეთ გაცნობისათვის დაგეგმილია ასევე ოჯახებში სტუმრობა, ექსკურსია სოფელ საბეში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის დათვალიერება.

„სინემას“ ხარაგაულში ყოფნის თითოეული დღე მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით აქვს გაწერილი და დაგეგმილი.

25 ივლისი

პიონერფილმის ფილმების ჩვენება - 19:00 სთ

26 ივლისი

სიმღერის დღესასწაული - ირმა ბერძენიშვილი( ოპერის თეატრის

სოლისტი)

ონლაინ ჩართვა რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან - 18:00 სთ

27 ივლისი

ექსკურსია სოფელ საბეში

28 ივლისი

მუსიკის დღე - შეხვედრა კომპოზიტორ კახა ცაბაძესთან

29 ივლისი

შეხვედრა ჟურნალისტთან  და საზოგადო მოღვაწესთან,  ნუგზარ რუხაძესთან - 10:00 სთ.

შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან - 19: 00 სთ.

30 ივლისი

შეხვედრა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ დირექტორთან, გიორგი ხარებავასთან.

კინო ქალაქის საზეიმო დახურვა.

კინო ქალაქის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და მასწავლებელი მაია ლანდია

9 მოსწავლესთან ერთად  ხარაგაულში ერთი კვირით დარჩება.

 

ნანახია: 471 - ჯერ