სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/quy-chuan-ve-chat-luong-nuoc-sach-sinh-hoat.jpg

კობა ლურსმანაშვილი: დასასრულს უახლოვდება დაბის 24 საათიანი წყალმომარაგების ხანგრძლივი და მასშტაბური სამუშაოები

 

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი დაბის 24 საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით  kharagaulinews - თან  კომენტარს აკეთებს.

,,ინტენსიურ კომუნიკაციაში ვიმყოფები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. ბოლო კონსულტაციით შევთანხმდით, რომ წყლის სისტემის ლეღვანი-ხარაგაულის (დიდვაკის 5 კმ.იანი სისტემა, რომელიც რეაბილიტირებულია ბლექსი ჯგუფის მიერ) მონაკვეთის საკონტროლო და გარეცხვის სამუშაოები დაჩქარებული ფორმით წარიმართება და მომავალი კვირის ბოლოსთვის აღნიშნული წყლის მიწოდების სისტემა ჩაირთვება, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს დაბა ხარაგაულისათვის წყლის მიწოდებას გრაფიკის გარეშე.

 

იმედია, დამატებითი ტექნიკური ხასიათის პრობლემები არ წარმოიშვება და ახალი სისტემა გამართულად ამუშავდება!

გარდა ამისა, მაქსიმალურ კონტროლზეა დაბის ტერიტორიაზე არსებული დამატებითი, ალტერნატიული, ჭაბურღილების გამართული ექსპლოატაციისათვის  სამუშაოების წარმოება და ახალი რეზერვუარების მონტაჟის დასრულება.

 

 ხარაგაულის საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ  ხანგრძლივი და მასშტაბური სამუშაოები დაბის 24 საათიანი წყალმომარაგების თვალსაზრისით დასასრულს უახლოვდება და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გვექნება ახალი და მდგრადი წყლის სისტემა 24 საათიანი წყალმომარაგებით! 

ვულოცავ ხარაგაულს ამ უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო პროექტის განხორციელებას!

ნანახია: 510 - ჯერ