სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/283148174_3372062229707593_1148878489967083725_n.jpg

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულს რეგიონული განვითარების ფონდიდან, დამატებით 2  მილიონ 631 ათასი ლარი გადმოეცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 631 000 ლარი გადმოეცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ხარაგაულის მერმა, კობა ლურსამანაშვილმა წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე გააკეთა.

მან წარმომადგენლებს ახლად დაფინანსებული პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და წისწრებით შესრულების მხრივ ხარაგაული 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის არის.

რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 11 პროექტი განხორციელდება:

1.სოფელ მაქათუბანში საუბნო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;

2.სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი(ბერაძეებისა და ზვიადაძეების უბანი);

3.სოფელ ვანში საუბნო გზის რეაბილიტაცია(ჩხაკოურის უბანი);

  1. სოფელ ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია;
  2. სოფელ ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია(იჩქიტიძეების უბანი);

6.სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია;

7.სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია(მესერიძეებისნ უბანი);

8.სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;

  1. სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია;
  2. სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;
  3. სოფელ დეისში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

ინფორმაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე,  ხარაგაულმა   2 მილიონ 940 ათას 390 ლარი მიიღო.

აღნიშნული თანხით, ახალი გზა 19 სოფელში რეაბილიტირდა.

ნანახია: 816 - ჯერ