სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/SS_1.jpg

ხარაგაულის სამუსიკო სკოლამ საახალწლო კარნავალი გამართა

შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლამ კინოთეატრში საახალწლო კარნავალი გამართა.

კარნავალზე შთამბეჭდავი და  ორიგინალური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა.

სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ მოსწავლეებთან ერთად ეს დღე ულამაზესი, მრავალფეროვანი სასცენო ნომრებით გაუხალისა დამსწრე საზოგადოებას.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე:

,,ეს იყო ნიჭიერების და მშვენიერების დღესასწაული. დიდი მადლობა სამუსიკო სკოლის პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის, მშობლებს ასეთი მონდომებისთვის.

დიდი მადლობა სამუსიკო სკოლას, რომ ასეთ ნიჭიერ თაობებს უზრდის ხარაგაულს,  და უფრო მაღალ მწვერვალებზე აჰყავს  ხარაგაულის დიდი კულტურული ტრადიციები.“

ღონისძიების დასასრულს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.

 

ნანახია: 314 - ჯერ