სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8334.jpg

ხარაგაულის მერმა წლის პირველი სამუშაო თათბირი გამართა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა წლის პირველი სამუშაო თათბირი გამართა.

ხარაგაულის მერია 2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 6 მილიონი ლარით იწყებს.

,, ჩვენ შევძელით და 2023 წელი წარმატებით დავასრულეთ. ხარაგაული  მიმდინარე წელსაც გამორჩეული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებით და განხორციელებული საქმიანობით“ -  განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

 ბოლო დღეებში განვითარებული სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მეწყერული პროცესები დაფიქსირდა. მერიის და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ყველა შემთხვევის დაფიქსირება და მასზე შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა.

ინფრასტრუქტურის მიმართულების ხელმძღვანელს დავით დევდარიანს დაევალა მერის წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოს კონტროლი, შესწავლილი იყოს თითოეული ოჯახის მდგომარეობა და შესაბამისი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მოქალაქეებთან მჭირდრო კომუნიკაციის  თაობაზე.

აღინიშნა, რომ  თითოეულ მოქალაქემდე უნდა იყოს მიტანილი ხარაგაულის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი  პროექტების თუ სოციალური პროგრამის შესახებ ინფორმაცია.

 თათბირზე ხარაგაულის მერმა , მოსალოდნელ სტრუქტურულ რეორგანიზაციაზეც ისაუბრა.

,,თითოეული საკადრო გადაწყვეტილება იქნება გააზრებული, და აუცილებლობიდან გამომდინარე. ჩვენ გველოდება  ცვლილებები, რომელიც გუნდის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.“

თათბირს  მერის წარმომადგენლებთან მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და მრჩევლები იუზა კელენჯერიძე, გივი თხელიძე და ნიკოლოზ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

ნანახია: 242 - ჯერ