სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8330%20-%20Copy.jpg

ხარაგაულის მერია სტრუქტურული რეორგანიზაციისთვის ემზადება

დღეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერიის სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან და აიპების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ხარაგაულის მერია  სტრუქტურული რეორგანიზაციისთვის ემზადება.

ამის შესახებ განცხადება მერმა თათბირის მიმდინარეობისას  გააკეთა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებს თავისი ხედვები გაუზიარა.

,, მე მინდა წარმატების ფორმულა ვიპოვოთ ყველამ ერთად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შინაარსობრივი ,  და შედეგზე ორიენტირებული საუბრები თქვენთან. დიდი ყურადღებით მოვისმენ და გავიზიარებ თითოეული თქვენთაგანის  მოსაზრებას საკადრო ცვლილებებთან და საქმიანობის უკეთ განსახორციელებლად  საჭირო ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით“ - განაცხადა მერმა.

კობა ლურსმანაშვილმა სამსახურის უფროსებს თავიანთი ხედვების წერილობითი ფორმით  წარმოდგენა დაავალა.

ნანახია: 289 - ჯერ