სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202025-09-10%20164601.png

ბორითის, ლაშეს, ხუნევის, ფარცხნალის, კიცხის და ხიდრის  ადმინისტრაციული ერთეულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერის შედეგები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბორითის, ლაშეს, ხუნევის, ფარცხნალის, კიცხის, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აღწერის შედეგები საჯაროდ გამოცხადდა,

გთხოვთ გაეცნოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 01 სექტემბრის N194416 გადაწყვეტილებით საჯაროდ გამოცხადებული მიწის ნაკვეთების მოხაზულობას გისის ფაილი და მიწის ნაკვეთების სიას. 


 იხილეთ მასალები


დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, საკადასტრო რუკის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ერთჯერადად მიმართონ სააგენტოს ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმების მოთხოვნით. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, უფლებები რეგისტრირდება საკადასტრო რუკაზე ასახული ინფორმაციის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმება.

ასევე, ზემოაღნიშნული  ადმინისტრაციულ ერთეულებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის (ზონა 36; სექტორი 03), ლაშეს (ზონა 36; სექტორი 04), ხუნევის (ზონა 36; სექტორი 08), ფარცხნალის (ზონა 36; სექტორი 09),
კიცხისა (ზონა 36; სექტორი 10) და ხიდარის (ზონა 36; სექტორი 13) ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკადასტრო აღწერის შედეგების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდის www.napr.maps.gov.ge საშუალებით. მითითებულ ვებ-გვერდზე მონაცემების გაცნობისთვის, საჭიროა, წინამდებარე მიმართვის დანართში მითითებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდით ძებნის გახორციელება.

დამატებით გაცნობებთ, რომ წინამდებარე მიმართვაზე დართული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერის შედეგების შესახებ ინფორმაციის (შეიპ ფაილი) დეტალურად გაცნობა შესაძლებელია GISის  პროგრამის საშუალებით. ამისთვის, აუცილებელია, ჩვენ მიერ მოწოდებული მონაცემების აღნიშნულ პროგრამაში ჩატვირთვა და თქვენ დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება სარეგისტრაციო ზონის და სექტორის მითითებით.

 

 

ნანახია: 76 - ჯერ