ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1432.JPG

კობა ლურსმანაშვილმა შშმ პირებს ეტლები გადასცა

 
ხარაგაულში შშმ პირებისთვის სოციალური აქცია მიმდინარეობს. 
 სპეციალური საჭიროების ეტლი, რომელიც მერიამ ა/ო „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით და მხარდაჭერით მიიღო, 11 ბენეფიციარს გადაეცემა.
 აქციაში პირადად არის ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან პირადად ისმენს სხვადახვა საჭიროებებს, რომელსაც შემდეგ შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილავს.
„განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია. მათი ადაპტაცია და გარემოსთან შეგუება კი, წლების მანძილზე ყველა ჩვენგანის საზრუნავი.
თითქოს ცხოვრება მათ უამრავ შემზღუდველ ფაქტორს უწესებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხარაგაულში პერიოდულად ვახორციელებთ სოციალურ აქციას, რომელიც მათთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას ემსახურება“- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
 მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისთვის ეტლების გამოყოფა ხარაგაულის მერიის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ (დირექტორი ეკა შავიძე) ინიციატივით 2016 წლიდან ხორციელდება.
ნანახია: 2748 - ჯერ