სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0005_2.JPG
12/08/2022 17:16

ხარაგაულის მთავარ ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოლომონ მეფის ქუჩაზე კომპანია ,,დაგი+”  გზის არსებული საფარის მოფრეზვით სამუშაოებს აწარმოებს. ხარაგაულის მთავარ ქუჩაზე, გზის 1600 მეტრ მონაკვეთზე , სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,new road”-ის ორი ქვეკონტრაქტორი კომპანია ,,საქ-მილ-სადენ-მშენი“ და ,,დაგი+“ ასრულებს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. ,,დაბის ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ორი ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებს. მიმდინარეობს ბორდიურების დემონტაჟი. გზის არსებული ძველი საფარის აღება.  აქტიურ რეჟიმშია წყალამრიდების და მილხიდების მოწყობა, რაც საკმაოდ მძიმე სამუშაო პროცესია. ამჯერად პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს  , რომ ამის შემდეგ ასფალტის საფარის გადაგება დაიწყოს. მონიტორინგს ვუწევთ სამუშაო პროცესს და ასევე ვახორციელებთ ზედამხედველობას, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებზეც საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა არ დაზიანდეს -“ აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. კომპანია ,,საქ-მილ-სადენ-მშენი“ სამუშოებს კრედო ბანკის მიმდებარე ტერიტორიამდე შეასრულებს, კომპანია ,,დაგი +“ რკინიგზის სადგურის ხიდამდე. ხარაგაულის მთავარ ქუჩაზე, საპროექტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია: დაზიანებული საფარის ფენის მოხსნა ფრეზირებით,  ტროტუარების მოწყობა გზის ორივე მხარეს. საგზაო ნიშნების განთავსება,  მოეწყობა ეზოში შესასვლელები.მოხდება სავალი ნაწილის მონიშვნა, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1.6კმ. მონაკვეთზე დაიგება. პროექტს საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0271.JPG
12/08/2022 17:16

,,მან-სან-კანის“ სამი თაობა ხარაგაულის სცენაზე

ხარაგაულის კინოთეატრში იუმორისტული კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე  ხარაგაულის "მან სან კან"-ის სამი თაობა წარსდგა. ზუსტად 25 წლის წინ ხარაგაულში მხიარულთა და საზრიანთა კონკურსები დაიწყო. ამ იდეის სათავეებთან მამუკა ჭიპაშვილი და ნიკოლოზ მაჭავარიანი იდგნენ. ,, წლების მანძილზე, ჩვენ არაერთი ლამაზი საღამო ვაჩუქეთ ხარაგაულელ მაყურებელს და სხვადასხვა თაობებს. ბევრჯერ მოგვისმენია, რომ მათი წარმატების მთავარი საიდუმლო და გასაღები სწორედ აქ, ამ სცენაზე მიღებული  გამოცდილება გახლდათ. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ხარაგაულში ეს ტრადიცია ისევ გაგრძელდეს“- ამბობს მამუკა ჭიპაშვილი. იუმორისტულ საღამოს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილესთან დავით დევდარიანთან და მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან, ირინე ჩხეიძესთან ერთად ესწრებოდა.   იდეის  მხარდამჭერები გახლდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall, ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრი , ხარაგაული და ხარაგაულელები  და ფოტო-ვიდეო სალონი ხარაგაულში.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/298718856_429756662525154_7339500164816105851_n_1.jpg
12/08/2022 14:18

ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა

დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  დეპუტატებს  დასამტკიცებლად საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა.  მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხარაგაულს დამატებით 2 150 000 ლარი გამოეყო, აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტში თერთმეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.  ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროექტებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რათა მშენებელი კომპანიები დროულად გამოვლინდნენ და  სამუშაოები  წლის ბოლომდე დასრულდეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოთხ პროექტზე  თანადაფინანსების სახით 500 000 ლარი გაიცემა.  ეს_პროექტებია: სოფელ მაქათუბანში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 180 000 ლარი; სოფელ ვანში გზის რეაბილიტაცია (ჩხაკოურის უბანი) – 137 000 ლარი; წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია - 46 000 ლარი; სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია- 137 000 ლარი.   სოფლებში გზების შეკეთებისათვის ბიუჯეტში  -70 919 ლარი აისახა, წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის კი- 17 000 ლარი.  საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით იგეგმება ხარაგაულის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელზეც 45 000 ლარია გათვალისწინებული.   8 000 ლარი გადაეცემა სათნოების სახლს კუთვნილი ფართის გარემონტებისათვის.   10 000 ლარს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლი გაზიფიცირებისა და მეტალო-პლასმასის ფანჯრების ჩასასმელად მიიღებს.   დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯს – 37 500 ლარით შეივსებს.   საბოლოო ჯამში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, შემოსავლების ნაწილში   21 756 831 ლარით განისაზღვრა, გადასახდელების ნაწილში კი- 25 179 579 ლარით.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/244967794_220260670029868_8278258252880027818_n_1_1.jpg
11/08/2022 23:41

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში იწყება

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, 16 აგვისტოს დევების მიმდებარე ტერიტორიაზე, , ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, ფრენბურთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველობა დაიწყება. მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ განაცხადი.  კენჭისყრა ჩატარდება 15 აგვისტოს 12:00 სთ-ზე სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში. თამაშები 16აგვისტოს 17 საათზე დაიწყება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Untitled-1_1.jpg
11/08/2022 23:40

ხარაგაულის მერიამ, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტებზე ტენდერი გამოაცხადა

ხარაგაულის მერიამ, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტებზე ტენდერი გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში ტენდერი დამთავრებულია და წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია სამ პროექტზე.  ეს პროექტებია: ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის მშენებლობა - პროექტის ღირებულება 23 ათას 444 ლარი.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში ,,ლილეს წყაროს“ მშენებლობა. პროექტის ღირებულება 7 ათას 224 ლარი.  ხარაგაულის სერზე ტურისტული-რეკრეაციული სივრცის „ჩაიფიქრე ხარაგაული” შექმნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქანელას, ტურისტული სასურათე ჩარჩოს წარწერით ,,ჩაიფიქრე ხარაგაული“ და ფანჩატურის მოწყობა. პროექტის ღირებულება 10 ათას 949 ლარი. ტენდერი მიმდინარეობს პროექტებზე: ვერტყვიჭალაში ტრენაჟორებისა და ფანჩატურის მოწყობა. პროექტის ღირებულება -23 907 ლარი.  სოფელ ღორეშაში მინი ფეხბურთის მოედნის მოწყობა. პროექტის ღირებულება - 27 367 ლარი. ხარაგაულის მერიამ, სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განახორციელა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0439.JPG
10/08/2022 17:00

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულის დევების ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნება

დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა , მოადგილესთან , დავით დევდარიანთან ერთად დაათვალიერა. ,,დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასეთი სახის კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა - " აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს: ახალი ლამპიონების, საპარკინგე ადგილის, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცის,  საინფორმაციო დაფის და  სკვერის შიდა სივრცის კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში დევების გამოსახულება მოპირკეთდება და მოექცევა დამცავ გარსში, სკვერის  ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაპტური გარე სანათები, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერები. მოხდება სკვერის  გამწვანება  ბუნებრივი კორდით და ტერიტორიაზე დაირგვება დეკორატიული ნაძვის ხეები . პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2021 წელს 282 000 ლარით დაფინანსდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0186.JPG
10/08/2022 16:57

მუნიციპალიტეტის მერმა  ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

პარკში ამ ეტაპზე შიდა კომუნიკაციების გამართვა მიმდინარეობს. სამუშაოების გაცნობის შემდეგ , ხარაგაულის მერმა, კომენტარი გააკეთა: ,,შესასრულებელი სამუშაოები მოცულობით ბევრია. ვთვლი, რომ მეტი ადამიანური რესურსია საჭირო, რათა პროექტი იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, დროულად დასრულდეს.“ ხარაგაულის მერმა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, შინ მოუსვლელთა მემორიალზე, როგორც ცალკე ლოკაციაზე, სამუშაოების პარალელურ რეჟიმში დაწყება შესთავაზა.  ,,ეს ადგილი, რაც სწრაფად დასრულდება და გალამაზდება მით უფრო კარგი იქნება ხარაგაულელებისათვის, მითუმეტეს ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის”- ამბობს ხარაგაულის მერი. კობა ლურსმანაშვილი სამუშაოებს მერის მოადგილე, დავით დევდარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძესთან ერთად გაეცნო.  პროექტი პარკის სრული რეაბილიტაციას ითვალისიწინებს. კერძოდ:  აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, ღია კაფე, ასევე დამონტაჟდება რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი, სპორტული ტრენაჟორები, მოიკირწყლება სასეირნო ბილიკები; აღდგება შადრევანი; დაირგვება დამატებითი ხეები და ბუჩქები; დაიდგმება საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, ლამპიონები; პარკის მთელ პერიმეტრზე მოეწყობა ახალი ღობე, საზოგადოებრივი საპირფარეშო და საკანალიზაციო სისტემა ქალაქის არსებულ ქსელს მიუერთდება.  პროექტი საპილოტე რეგიონების განვითარების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია. სამუშაოებს შპს ,,არბა” ასრულებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0075_1.JPG
10/08/2022 11:12

ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკის პირველი ნაკადი გაემგზავრა

დღეს,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით, ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკის პირველი ნაკადი გაემგზავრა.  გამგზავრებამდე ბანაკის მონაწილეებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში სწრაფი ტესტი გაუკეთდათ. ახალგაზრდები სოფელ ლეღვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამი დღით დაბანაკდებიან.  ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ბანაკში ყოველი დღე დატვირთული იქნება სპორტული აქტივობებით, გასართობი და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებით ასევე დაცული იქნება უსაფრთხოების წესები.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/298423781_3265388790404444_6068956110878212605_n%20(1)_1.jpg
09/08/2022 19:03

ხარაგაული მერი მასწავლებელს დაემშვიდობა

დღეს ხარაგაულის საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, კეთილშობილი თვისებებით შემკული ქალბატონი, მერი გიორგიძე. 83 წლის მერი გიორგიძე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, სიცოცხლის ბოლო წლებში  ჩვეული დაუშრეტელი ენერგიითა და ადამიანების სიყვარულით სავსე აგრძელებდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. გთავაზობთ ჩვენს მიერ ქალბატონ მერი გიორგიძესთან ჩაწერილ პატარა კომენტარს, სადაც საკუთარი ცხოვრების განვლილ წლებს იხსენებს:  ,,80 წელს გადავაბიჯე და დღემდე აქტიური ყოფის გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე ქალაქ გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ კი თითქმის 60 წელი ვმოღვაწეობდი პედაგოგიურ ასპარეზზე. ორი წლის წინ დავემშვიდობე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს წლები ჩემი ცხოვრების სამშვენისებია. მრავალმა ნიჭიერმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში და ბევრი ქვეყნისათვის სასახელო ადამიანი აღვზარდე. სამი შვილი და 6 შვილიშვილის ბებია ვარ და საზოგადოებრივი საქმიანობა დღემდე არ შემიწყვეტია. ამჟამად ხარაგაულის ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრში“ ვმუშაობ გაზეთ ,,ახალი ხარაგაულის“ ჟურნალისტად. ვცდილობ, მკითხველს ჩემი კორესპონდენციებით გავაცნო თვალსაჩინო ამბები და საინტერესო ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები. რამდენად ვახერხებ ყოველივე ამას, მკითხველთა მიერ გამოხატული მადლიერებით ვგრძნობ ხოლმე. აქტიურად ვთანამშრომლობ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრთან. მინდა, რომ ის ენერგია, რაც უფლის წყალობით შემომრჩა, კვლავ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის სიყვარულში გავხარჯო. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების თანამდევია დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები: ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო: აბა დღეს მე ვის რა ვარგე ?“ მერი მასწავლებლის გარდაცვალებას, მრავალი სამგლოვიარო და გამოსამშვიდობებელი პოსტი მიეძღვნა: იზა ვეფხვაძე: „ჩემი ცხოვრების დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. ჩემი ბავშვობის და მოსწავლეობის ყველაზე ბედნიერი წლების მაესტრო იმქვეყნიურ საუფლოში გაფრინდა. ჩემი მერი მასწავლებელი გარდაიცვალა. ენით უთქმელია ეს მწუხარება. ამქვეყნად ყველაზე კარგი, ერთგული და უღალატო პედაგოგი მყავდა. მას დღემდე არ დავუტოვებივარ. ყველგან ჩემს გვერდით იყო. უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი თავს.მასწავლებლის ეტალონი იყო. როგორ გამიჭირდება მის გარეშე. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან. მშვიდობით, ჩემო განუმეორებელო მერი მასწავლებელო. ყოველთვის ჩემთან იქნები.“   ნანა კვინიკაძე: ,,დღეს სსიპ დაბა ხარაგაულის N3 სკოლა ყოფილ პედაგოგს , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს , მერი გიორგიძეს ემშვიდობება, ემშვიდობება მწუხარებით , პატივისცემითა და სიყვარულით.მერი გიორგიძემ, პედაგოგიური საზოგადოების ღირსეულმა წარმომადგენელმა, ათეული წელი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობის აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, პირნათლად, კეთილსინდისიერად და ნაყოფიერად ემსახურა N3 საჯარო სკოლას. ბუნებით კეთილშობილი, ჰუმანისტი, მზრუნველი , პროფესიისადმი ერთგულებით გამორჩეული პედაგოგი ყოველთვის სარგებლობდა კოლეგების , მშობლებისა და მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარულით. მუდამ დაუზარელმა, სხვისი ჭირ- ვარამის გამზიარებელმა იცხოვრა უპრეტენზიოდ, ადამიანური ღირებულებების დაცვით, სიყვარულით და მშვიდად , წყნარად , პირნათელი , ვალმოხდილი წავიდა წუთისოფლიდან . ვუთანაგრძნობთ ოჯახის წევრებს , ახლობლებს , თანამშრომლებს და ხარაგაულს. მშვიდობით, ჩვენო საყვარელო მერი მასწავლებელო, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი თქვენს უკვდავ სულს,მსუბუქი იყოს თქვენთვის მშობლიური მიწა!   მარინა ხვედელიძე: „მერი გიორგიძეს ქართული ენა და ლიტერატურა ჩემთვის არ უსწავლებია, ჩემი ქართულის მასწავლებელი სულნათელი თამარ სახვაძე გახლდათ. მაგრამ ვთქვა, მერი მასწავლებელს ჩემთვის არ უსწავლებია უმადურება და პირობითი ნათქვამი იქნება. მერი გიორგიძე ხომ ყველას მასწავლებელი გახლდათ. იგი მწვრთნიდა მოსწავლეობის დროს, სტუდენტობისას, მერე კოლეგები გავხდით და ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ახლა რედაქციაში მუშაობდა, მის ოთახს გვერდს გულგრილად ვერ ავუვლიდი. კარს შევაღებდი და მაშინვე იწყებდა მადლიან ქართულზე საუბარს. სიტყვის ჯადოქარი იყო, მდიდარი ლექსიკა, შესაშური მეხსიერება და მჭევრმეტყველება ყველასგან განასხვავებდა. შენთან საუბარი მავსებს და მჭირდებაო,-მეტყოდა ხოლმე. არადა, მერი მასწავლებელო, ეს მე უფრო მჭირდებოდა, მე უფრო მავსებდა თქვენთან საუბარი! ბევრი გეგმა გვქონდა, ბევრი დასახული მიზანი. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ერთნაირად ვფიქრობდით. მეგობრობის დროს ასაკობრივი სხვაობა რა მოსატანია. ქართულის გაკვეთილები ქართულის კაბინეტში მიტარდებოდა ხოლმე. წინ ჯდომა არ მიყვარდა, ჩემ უკან, კედელთან, მერი მასწავლებლის სამუშაო მაგიდა იდგა. გაკვეთილებზე გვესწრებოდა, თავისთვის მუშაობდა. რამე თუ შემეშლებოდა, წავიფორხილებდი, ჩუმად მახსენებდა, თან ისე, თამარ მასწავლებელს რომ არ შეემჩნია. მერი მასწავლებელზე, ბავშვობიდან დღემდე, უამრავი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი. არ შემიძლია არ აღვნიშნო მერი და თამარ მასწავლებლის თანამშრომლობა, მეგობრობა. ეს ძალიან ფაქიზი, ძალიან ღრმა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული იყო. თამარ სახვაძის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მერი მასწავლებელი თითქმის ყოველდღე აკითხავდა მას და დასავით, მზრუნველი შვილივით ელოლიავებოდა. ასეთი ურთიერთობა მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ. დიახ, მერი მასწავლებელი განსაკუთრებული იყო და ამაში მის არაერთი ნამოწაფარი დამეთანხმება. ჩვენ, ხარაგაულელებს, მერი მასწავლებელზე უამრავი კარგი გვაქვს სათქმელი, გასახსენებელი.სიყვარული ძალიან დიდი ძეგლია და, სწორედ ამიტომ, ამჯერად ნიკოლოზ ლორთქიფანიძეს არ დავეთანხმები. დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან! მშვიდობით, მერი მასწავლებელო!      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_10.png
09/08/2022 16:28

12 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

 12 აგვისტოს საკრებულოს სხდომა გაიმართება საკითხთა ნუსხა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად