სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/571f68f4dfba0.jpg
15/03/2022 11:46

17 მარტს ხარაგაულში სისხლის უანგარო გაცემის აქცია გაიმართება

ხუთშაბათს, 11 საათზე, ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია  გაიმართება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაულის მერია გამოხატავს სოლიდარობას და მონაწილეობას იღებს სისხლის უანგარო დონორის აქციაში, ყველას ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას და თანამონაწილეობას. ვფიქრობ, ეს ქველმოქმედების ერთ-ერთი სახეა და ხარაგაული აქაც ღირსეულად გამოხატავს თავის სრულ მხარდაჭერას ადამიანების მიმართ.“ რა უნდა იცოდე , რომ გახდე სისხლის დონორი სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18 - დან 65 წლამდე , თუ : თქვენი წონა 50 კგ და მეტია არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და  C , შიდსი, სიფილისი არ ხართ დაავადებული მალარიით არ ხართ ნარკოტიკის მომხმარებელი ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია 2 თვის მანძილზე არ გაგიკეთებიათ ტატუ არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა   ინფორმაცია კოვიდინფექციასთან დაკავშირებით: სისხლის ჩაბარება შესაძლებელია: კოვიდინფექცირებიდან 2 კვირის შემდეგ კოვიდვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ   გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში             ,,გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%98.jpg
14/03/2022 16:47

ხარაგაულში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ახალი, თანამედროვე, კომფორტული ეტლები, გადაეცათ

სოციალური აქცია  საერთაშორისო ორგანიზაცია -„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის"(თავმჯდომარე მაია კვეზერელი - კოპაძე)  მხარდაჭერით განხორციელდა  და  ამჯერად სავარძლები, იმ პირებმა მიიღეს, ვისაც ეტლი დაზიანებული ან საერთოდ არ ჰქონდა. მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი,  საკრებულოს  თავჯდომარის  პირველი მოადგილე  დავით  კიკნაძე, მერიის  სოციალური  სამსახურის  უფროსი  ნანა  კიკნაძე და  საერთაშორისო ორგანიზაცია -„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის" თავმჯდომარე   მაია  კვეზერელი-კოპაძე ბენეფიციარებს სახლში პირადად  ესტუმრნენ და  მათ  ჯანმრთელობის  მდგომარეობას ადგილზე  გაეცნენ  . ამავე  დღეს  ტანსაცმელი  დაურიგდა მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ უკიდურესად  შეჭირვებულ ათ  ოჯახს.   აღსანიშნავია  ისიც,  რომ  საერთაშორისო  ორგანიზაციის-„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის"- წარმომადგენლებმა   საბავშვო-შემეცნებითი  ლიტერატურა  საჩუქრად  გადასცეს  მუნიციპალიტეტის  საბავშვო  ბაღებს. მერის  პირველმა  მოადგილემ, ვარლამ  ჭიპაშვილმა,  მადლობა  გადაუხადა  ქ-ნ  მაია  კვეზერელს მუნიციპალიტეტში  ასეთი  მასშტაბური  აქციის  განხორციელებისათვის  და  ხაზგასმით  განმარტა,  რომ  ხარაგაულის  ადგილობრივი  ხელისუფლება  ყოველთვის  მზადაა,  მსგავს  ინიციატივებს  მხარი  დაუჭიროს. ,,ჩვენს  საქმიანობაში  კვლავ პრიორიტეტად რჩება შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე პირთა საჭიროებებზე ზრუნვა. მათი  მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივი  ბიუჯეტის  დაფინანსებით,    სხვადასხვა  სოციალური პროგრამა  ხორციელდება. განსაკუთრებული  მადლობა  მინდა,  გადავუხადო  ქ-ნ მაია  კვეზერელს,  რომლის  ძალისხმევით  2016 წლიდან ხარაგაულში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს  ეტლები  უფასოდ  ურიგდებათ.“-განმარტა  ვარლამ  ჭიპაშვილმა.   ინფორმაციისათვის,  ბენეფიციარებს ეტლები ინდივიდუალურად, წინასწარ შესწავლილი ზომებისა და საჭიროების მიხედვით, შეერჩათ. აღსანიშნავია  ის ფაქტიც,   რომ მსგავსი ტიპის აქცია ხარაგაულში 2016 წლიდან ხორციელდება და ამ პერიოდის განმავლობაში 50-ზე მეტი გსმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D.jpg
14/03/2022 12:25

მადლობა თქვენ - ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ჰუმანიტარულ აქციაში აქტიური ჩართულობისთვის მოქალაქეებს მადლობას უხდის

ხარაგაულის  სახელით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთის პირველი ნაკადი  გაიგზავნა. ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციის პირველი ეტაპი, საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა მადლობა გადავუხადო აქციის თითოეულ მონაწილეს,  საჯარო და კერძო სექტორს, ხარაგაულის საკრებულოს სრულ შემადგენლობას, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, არაკომერციულ იურიდიულ პირებს (აიპებს)  , ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და საჯარო სკოლების დირექციას, თითოეული ხარაგაულელის ოჯახს, გამოხატული გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის”. პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. აქციის ფარგლებში ხარაგაულის მერიაში არამალფუჭებადი პროდუქტები, ჩვილ ბავშვთა საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო დახმარების საგნები,  სხვადასხვა სახის ტკბილეული და ტანსაცმელი შემოვიდა. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან ასევე მოხდა გარკვეული თანხის მობილიზება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ხარაგაულის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა. მერიის მიერ, ფინანსური დახმარება გაეწევა ასევე  ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელი ლტოლვილების ოჯახს. შემოწირულობების სახით თანხა შემოვიდა  მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე 300288800, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა კვლავ შეეძლებათ.“  ჰუმანიტარული აქცია კვლავ  გრძელდება. მსურველებს შემოწირულობების შემოტანა ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე შეუძლიათ. ერთად დავდგეთ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/275559335_3315258992054584_5121077680184367411_n.jpg
14/03/2022 10:43

დავით დევდარიანმა წიფის და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრები გამართა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები, მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა  წიფის და წყალაფორეთის  ადმინისტრაციულ ერთეულებში  გამართა.  მერის მოადგილე, დავით დევდარიანი: ,,წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  განსახორციელებელ პროექტთა ჩამონათვალში მოხვდა ისეთი თემები, რომელთა განხორციელებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არ ხდებოდა. სოფლის მოსახლეობა  აქტიურად მონაწილეობს კრებებში. მათ კარგად გაითავისეს  ამ პროგრამის სიკეთე და არსი. უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები მოდიან შეხვედრებზე და ისეთი პროექტების განხორციელებას ითხოვენ, რომელიც სოფელს წაადგება.“  შეხვედრებს მერის წარმომადგენლები წიფის და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაია გაჩეჩილაძე, როინ გელაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ვარძია -წყალაფორეთი - ხიდარის  სამაჟორიტარო ოლქში შმაგი ხიჯაკაძე ესწრებოდა. გუდათბანში, გოლათუბანში, ფონაში, წყალაფორეთში, ლახუნდარასა და ჩალხაეთში  გამართულ სოფლის კრებებზე , განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს: გუდათუბანი - გზის შეკეთება გოლათუბანი - სასაფლაოს შემოღობვა ფონა - გზის შეკეთება , წყლის სისტემის მაგისტრალის მოწყობა. წყალაფორეთი- წყლის სისტემის მოწყობა, წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა. ხონი - ჭაბურღილის ( მოწყობა). ლახუნდარა - საუბნო გზების შეკეთება, წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა. ჩალხაეთი - გზის შეკეთება, ხიდი რეაბილიტაცია ( ბურჯების გამაგრება). სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ თქვენი სოფლის საერთო კრებას და თქვენი მონაწილეობით, თანასოფლელებთან ერთად განკარგოთ ის თანხა, რომელიც თქვენი სოფლისთვის არის გამოყოფილი! კრების ჩატარების გრაფიკი და თქვენი სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე:https://bit.ly/3JPVLBg  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/275665855_3315307692049714_3152856117986325503_n.jpg
14/03/2022 10:38

ვარლამ ჭიპაშვილი დიდვაკის, ლეღვნის და მარელისის მოსახლეობას შეხვდა

„სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, შეხვედრა  დიდვაკის, ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობასთან გამართა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა მერის წარმომადგენელი ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გელა მაღრაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, ვერა ოდიკაძე.  სოფლის კრებებზე პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და სოფლის საჭიროებებზე იმსჯელეს. ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მაცხოვრებლებს მუნიციპალური პროგრამების შესახებ ესაუბრა და  მათ წინაშე არსებული ინდივიდუალური პრობლემები მოისმინა. მერის პირველი მოადგილის განმარტებით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს,   ინფრასტრუქტურული და  სოციალური მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა და მათზე მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას. შეხვედრებზე, მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შემდეგი პროექტების განხორციელება დაიგეგმა:  დიდვაკე გზის მობეტონება კაციტაძეების უბანში.  პატარა სახვლარი გზის გაფართოება-გასწორხაზოვნება წყლის მილების შეძენა  ლეღვანი ელექტრო წისქვილის რეაბილიტაცია წყლის წისქვილის არხის რეაბილიტაცია მზის სანათების მოწყობა საცხოვრებელი ბინისთვის სახურავის შეძენა გზის გასწორხაზოვნება. მარელისი წყლის სისტემის მოწყობა ბერაწმინდის უბანში.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/275594436_698555778132175_8090033719307696886_n.jpg
12/03/2022 23:14

ევსემ შველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ხარაგაულელი ევსემ შველიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა. ევროპის ჩემპიონატს წინ კიდევ ერთი გამარჯვება უძღოდა. სულ ახალახან, 22 წლის, ხარაგაულელი ევსემ შველიძე , თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ამ გამარჯვებით ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ევსემ შველიძე სპორტის ამ სახეობაში 5 წლიდან ვარჯიშობს. არის მრავალგზის საქართველოს პრიზიორი, ჭიდაობით მამამ დააინტერესა, და მან მისცა მოტივაცია, გაჰყოლოდა და სერიოზულად მოჰკიდებოდა სპორტის ამ სახეობას. თავის ყველაზე დიდ გულშემატკივრად ოჯახს მიიჩნევს, რომელიც ყველანაირად გვერდით უდგას , რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. დიდი სურვილი აქვს მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი და რაც მთავარია ოლიმპიადა. რევაზ შერგელაშვილი, მწვრთნელი: ევსემმა თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში პირველი კლასიდან დაიწყო. ის 15 წელია რაც ჭიდაობით არის დაკავებული. თავიდან ევსემს ანზორ მაღრაძე ავარჯიშებდა, მას შემდეგ, რაც მე ჩავუდექი ამ მეტად საპასუხისმგებლო სპორტის სახეობას სათავეში ევსემს მე ვავარჯიშებდი. ევსემი სკოლის დამთავრებამდე ხარაგაულში ვარჯიშობდა. შემდეგ თავისი მიღწევების დამსახურებით საქართველოს ნაკრები წევრი გახდა, რის შემდეგაც თბილისში გადავიდა და ვარჯიში იქ გააგრძელა. იგი ძალიან შრომისმოყვარეა და სწორედ თავისი შრომით გახდა იგი 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი,ახლა კი ევროპის ვიცე - ჩემპიონი. ევსემი ჯერ ახალგაზრდაა, მას ქვს საუკეთესო მონაცემები, რომ დიდ ჭიდაობაში თავისი სიტყვა თქვას. ვულოცავთ ევსემს და ვუსურვებთ წარმატებას მსოფლიო ჩემპიონატზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3458.JPG
11/03/2022 12:27

ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციის პირველი ეტაპი, საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

   პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი  უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.   დღეს ხარაგაულის  სახელით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთის პირველი ნაკადი გაიგზავნა.     ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციის პირველი ეტაპი, საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა.  აქციის ფარგლებში არამალფუჭებადი პროდუქტები, ჩვილ ბავშვთა საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო დახმარების საგნები,  ჩირი, თაფლი, სხვადასხვა სახის ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა.   ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ხარაგაულის მერიამ სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოჰყო.   მერიის მიერ, ფინანსური დახმარება გაეწევა ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელი ლტოლვილების ოჯახს.    შემოწირულობების სახით თანხა შემოვიდა ასევე მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე 300288800, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა კვლავ შეეძლებათ.     ჰუმანიტარული აქცია გრძელდება.     ხარაგაულის მერი,  კობა ლურსმანაშვილი:    ,,ხარაგაულის მერიის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საჯარო და კერძო სექტორს, ყველა პიროვნებას, ოჯახს, ორგანიზაციას, საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოხატული გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის".       3  დანართი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_1413076319152119_1.jpeg
09/03/2022 14:49

აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, აკაკი ლურსმანაშვილი წარადგინა.    როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, აკაკი ლურსმანაშვილი პროფესიით ეკონომისტია,წლების განმავლობაში მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულებით და აღნიშნულ თანამდებობაზე  პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციისა  და გამოცდილების გათვალისწინებით შეირჩა.   ვარლამ ჭიპაშვილი:     ,,აკაკი ლურსამანაშვილი ერთ-ერთი კვალიფიციური კადრია. ის ყველა სამსახურში ღირსეულად და  კეთილსინდისიერად საქმიანობდა. დარწმუნებული ვარ, რომ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს.    ვგეგმავთ აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფრო გაძლიერებას. ეს  საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახურია.    მათი ვალდებულებაა,  განახორციელონ საბიუჯეტო ორგანიზაციების აუდიტორული შემოწმება რეკომენდაციების გაცემის მიზნით და ამ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შესაფასებლად  წარმართონ  მონიტორინგის პროცესებიც.    ჩვენი  საქმიანობის მთავარი  მიზანია, რომ საბიუჯეტო სახსრები  დაიხარჯოს კანონიერად,ეფექტურად და მოსახლეობის ინტერესების  შესაბამისად."    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0682.JPG
09/03/2022 11:53

როგორ აფასებს მერის პირველი მოადგილე 2021 წლის ბიუჯეტის ანგარიშს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერიამ ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა ,რომელიც დეპუტატთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა და ანგარიშის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.   2021 წლის ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარს , მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი აკეთებს. ,,2021 წლის ბიუჯეტის ანგარიში ცხადყოფს რომ მუნიციპალიტეტში ბევრი სოციალური,ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო  პროექტი დაფინანსდა. გვაქვს პროგრესი და გვაქვს შედეგები.მუნიციპალიტეტში  გადაიჭრა ისეთი პრობლემები,როგორიც იყო-  საბიუჯეტო სახსრების აუთვისებლობა და პროექტების დაუსრულებლობა.                      ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა შესრულდა 106,7 %-ით და შემოსავლების გეგმის ზევით მობილიზებულ იქნა დამატებით  -1 მილიონ 218 ათასი ლარი.     2020 წელთან შედარებით მიღებულია 3 მილონ 345 ათასი ლარით მეტი შემოსავლები. ➡️ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურული მიმართულება,შესაბამისად  წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურული პროექტების  დაფინანსებისთვის  განიკარგა- 2  მილიონ 729 ათასი ლარით მეტი, კერძოდ,ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინასებაზე გაიწია 11 მილიონ 343 ათასი ლარის ხარჯი.       სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ყველა პროექტი დაფინანსდა და დასრულდა. გაიზარდა საზოგადოებრივი ტრასნპორტის მომსახურების არეალი და დამატებით დაფინანსდა  ნადაბური-ხევი-ხარაგაულის ხაზი. ჯერ კიდევ, 2019 წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად 1 მილიონ 200 ათასი ლარი 2021 წლის ბიუჯეტში გამოიყო. წყლის სისტემების სარეაბილიტაციოდ 2020 წელთან შედარებით 54 000 ლარით მეტი დაიხარჯა. 2020 წელთან მრავალბინიანი საცხოვრებლების სარეაბილიტაციოდ დაიხარჯა 237 000 ლარით მეტი. შეძენილ იქნა დევების სკვერისა სარეაბილიტაციო და ხუნევის ბაღის მშენებლობის პროექტები. სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე დამატებით გაიწია თანადაფინანსება -203  ათასი ლარის ოდენობით. 2021 წელს განათლების მიმართულებაზე გაიწია 2 მილიონ 441 ათასი ლარის დაფინანსება. გაიზარდა სათნოების სახლის მომსახურების არეალი. გაიზარდა სასოფლო ბიბლიოთეკარების ხელფასები.  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ააიპმა შეიძინა 50 000 ლარის  ნაგვის კონტეინერები. ბიუჯეტით დაფინანსდა ისეთი ახალი პროგრამა ,როგორიცაა ვეტერანთა დახმარების პროგრამა. 2020 წელთან შედარებით 2021 წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროზე დავხარჯეთ 220 ათასი ლარით მეტი,კერძოდ- 1 მილიონ 359 ათასი ლარი.მათ შორის, დაფინანსდა ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა,სამედიცინო მომსახურებები,სამედიცინო ოპერაციები და სხვა.  მერიის სარეზერვო ფონდიდან განიკარგა 43 ათასი ლარი,რომელიც სრულად მიიმართა სოციალური  მოთხოვნების  დაფინანსებაზე.ბიუჯეტით გათვალისწინებულ გეგმიური პროგრამების დაფინანსებას პრობლემა არ შექმნია. პროგრესი ჩანს  საბიუჯეტო მაჩვენებლებსა და გაკეთებულ საქმეებში.2021 წლის ბიუჯეტო ეფექტურად განიკარგა. მუნიციპალიტეტის  მერის კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით,მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის აქტიურობით საანგარიშო პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ხარაგაულში.  მადლობა საკრებულოს  უმრავლესობას ბიუჯეტის დამტკიცებისათვის,ბიუჯეტის ანგარიშის დამტკიცებისათვის და თანამშრომლობისათვის.გვრჩება პრობლემები,რომლებიც ერთობლივი შრომით 2022 წელსა და შემდგომ წლებში უნდა გადავჭრათ.ხარაგაულის მერია  ყველაფერს გააკეთებს იმისათვის,რომ 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას კიდევ მეტი შედეგები გვქონდეს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_80.jpg
07/03/2022 14:25

მარელისთან მეწყერმა სახიდე გადასასვლელი ჩაანგრია

7 მარტს გამთენიას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე სოფ. მარელისთან, საავტომობილო გზაზე  მეწყერი ჩამოწვა. სოფელ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალა. მეწყერმა ჩაანგრია სახიდე გადასასვლელი და საავტომობილო ხიდი დაეცა სარკინიგზო გზას. ადგილზე იმყოფება მერის მოადგილე,დავით დევდარიანი.  დევდარიანის ინფორმაციით, ტრანსპორტით გადაადგილება მიმდებარე სოფლებში შესაძლებელია ალტერნატიული გზით. არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ სპეციალისტები . ამ დროისთვის მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა.
სრულად