სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/gcfhjfg.JPG
15/12/2022 16:23

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა ინფორმაცია.   ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს, ასევე, ის პროექტები წარუდგინა მოსაწონებლად, რომელიც  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2023 წელს დასაფინანსებელ პროექტთა ნუსხას დაემატება. ეს პროექტებია: ბაზალეთის, წყალაფორეთის, ვარძიისა და კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია; ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა ვაშლევი); ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სარალიძეების უბანი); ზვარეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჭენჭეხის უბანი). საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ  დეპუტატებს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო. მანანა ბარბაქაძემ იმ პროექტებსა და აქტივობებზე ისაუბრა, რომელიც პირადი თუ საკრებულოს წევრების ინიციატივით განხორციელდა. დასასრულს კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მერიასთან აქტიური თანამშროლობისთვის და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შედეგებისთვის მნიშვნელოვანია საკრებულოსა და მერიის აქტიური ურთიერთკავშირი. წარმატებები ერთად გავქვს და პრობლემებზეც ერთობლივად ვართ პასუხისმგებლები“ - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ. მანანა ბარბაქაძემ საკრებულოს წევრებს საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ წარუდგინა საკითხი.   ზემოთ აღნიშნული ყველა საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_2_3_1.png
15/12/2022 14:28

19 დეკემბერს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

  საკითხთა ნუსხა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;;                                                                                               მომხს: ვლადიმერ გელაშვილი                                                                                                             ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2022 წელ გაწეული მუშაობის შესახებ;                                                                                                     მომხს: დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;                                                                                                        მომხს: ლენა კალანდაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ;                                                                                                 მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის წლიური სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;                                                                                                     მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;                                                                                         მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                              მომხს: კახაბერ გოლუბიან     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში  „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                                       მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა    საკრებულოს    თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.                                                                                             მომხს: პავლე კიკალიშვილი         ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის  და 2023 წლის 03 იანვრის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/318369577_1579246935847568_3337736571438132524_n.jpg
14/12/2022 13:31

ბავშვთა განყოფილების წარმომადგენლებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შეხვედრა გამართეს

ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა თეა ბერიძემ, სოცმუშაკმა სოფიო ხიჯაკაძემ და ფსიქოლოგმა თამარ გოგიშვილმა ბულინგის შესახებ უფროსკლასელებთან შეხვედრა გამართეს. ძირითადი თემები იყო - ბულინგი, ბულინგის სახეები, გამომწვევი მიზეზები, კიბერბულინგი, ბულინგის პრევენცია და მოგვარების გზები.  შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა თეა ბერიძემ ბავშვთა განყოფილების უფლებამოსილებებზე ისაუბრა.  „ძალიან საინტეტესო შეხვედრა გამოვიდა, ჩაერთვნენ ახალგაზრდები და იყო უკუკავშირი. ბავშვები ინტერესით უსმენდნენ პრეზენტაციას, დასვეს კითხვები და გაგვიზიარეს ბულინგის პირად შემთხვევებიც"-ამბობს თეა ბერიძე. როგორც თეა ბერიძემ განაცხადა, „არაა აუცილებელი ბულინგის და ბავშვზე ძალადობის შემთხვევის განმცხადებელი იდენტიფიცირებული იყოს. შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში მოგვმართონ, თუნდაც ანონიმურად. ეს საკმარისია რომ დავიწყოთ საქმისწარმოება.“ სკოლის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს გაუჩნდათ სურვილი განყოფილების წარმომადგენლებმა სკოლებში უფრო დიდი მასშტაბის შეხვედრები ჩაატარონ, სადაც ბავშვები შეძლებენ ისაუბრონ ბულინგზე და უფრო მეტი გაიგონ ბავშვთა უფლებების და ბავშვთა მიმართ ძალადობის თემებზე.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_2_3.png
13/12/2022 18:58

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარუძღვება. დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე   საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე   მასალები
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0406.JPG
13/12/2022 18:14

ღორეშის საჯარო სკოლამ, ინტელექტუალური თამაშები, ანგარიშით 6:2 დაასრულა

ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ღორეშის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა ცნობილი ინტელექტუალური თამაშის სატელევიზიო ვერსია მრგვალ მაგიდასთან, ანგარიშით 6:2 დაასრულა. სტუმრის სტატუსით გუნდის წინააღმდეგ , მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი თამაშობდა. დღის მოაზროვნედ ლუკა კურტანიძე დასახელდა, რომელსაც  სიმბოლურად ,,ბროლის ბუ" გადაეცა. წამყვანის , მამუკა ჭიპაშვილის წინააღმდეგ ღორეშის საჯარო სკოლის გუნდის სახელით თამაშობდნენ: ლუკა კურტანიძე, ელენე კურტანიძე, გენადი ჭუმბურიძე, ავთანდილ სირაძე, მერი ბუხნიკაშვილი და მურმან ბიწაძე.  სკოლის დირექტორი, ქეთევან ბარბაქაძე: ,,დღეს ემოციური დღე გვქონდა, ჩვენი სკოლისთვის დიდი სიხარული იყო, რომ ჩვენი გუნდი ფინალში გავიდა. ნამდვილად კარგი და ძლიერი ექვსეულია. ბავშვები მოტივირებულები  იყვნენ და  შედეგიც სახეზეა, ვულოცავ, ძალიან გაგვახარეს". დღის საუკეთესო მოთამაშე, ლუკა კურტანიძე: ,,მიხარია რომ ინტელექტუალურ თამაშებში ვმონაწილეობ , ჩემთვის გასაოცარია ეს გარემო. თამაშისთვის სერიოზულად მოვემზადე ვიკითხე წიგნები და ენციკლოპედიები. გამარჯვების მოლოდინი მქონდა." ხვალ ინტელექტუალური თამაშების ზამთრის სერიაში, წამყვანის წინააღმდეგ,  მეორე საჯარო სკოლის გუნდი ითამაშებს. ინტელექტუალური თამაშები ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ორგანიზებით და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/djkcvasdasd_1.JPG
13/12/2022 18:11

ლუკა კურტანიძე დღის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ღორეშის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა ცნობილი ინტელექტუალური თამაშის სატელევიზიო ვერსია მრგვალ მაგიდასთან, ანგარიშით 6:2 დაასრულა. სტუმრის სტატუსით გუნდის წინააღმდეგ , მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი თამაშობდა. დღის მოაზროვნედ ლუკა კურტანიძე დასახელდა, რომელსაც  სიმბოლურად ,,ბროლის ბუ" გადაეცა. წამყვანის , მამუკა ჭიპაშვილის წინააღმდეგ ღორეშის საჯარო სკოლის გუნდის სახელით თამაშობდნენ: ლუკა კურტანიძე, ელენე კურტანიძე, გენადი ჭუმბურიძე, ავთანდილ სირაძე, მერი ბუხნიკაშვილი და მურმან ბიწაძე.  სკოლის დირექტორი, ქეთევან ბარბაქაძე: ,,დღეს ემოციური დღე გვქონდა, ჩვენი სკოლისთვის დიდი სიხარული იყო, რომ ჩვენი გუნდი ფინალში გავიდა. ნამდვილად კარგი და ძლიერი ექვსეულია. ბავშვები მოტივირებულები  იყვნენ და  შედეგიც სახეზეა, ვულოცავ, ძალიან გაგვახარეს". დღის საუკეთესო მოთამაშე, ლუკა კურტანიძე: ,,მიხარია რომ ინტელექტუალურ თამაშებში ვმონაწილეობ , ჩემთვის გასაოცარია ეს გარემო. თამაშისთვის სერიოზულად მოვემზადე ვიკითხე წიგნები და ენციკლოპედიები. გამარჯვების მოლოდინი მქონდა." ხვალ ინტელექტუალური თამაშების ზამთრის სერიაში, წამყვანის წინააღმდეგ,  მეორე საჯარო სკოლის გუნდი ითამაშებს. ინტელექტუალური თამაშები ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ორგანიზებით და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/kdbvnv.JPG
13/12/2022 16:58

დღეს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ს ხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა ინფორმაცია.   სხდომაზე ბ იუროს წევრებმა ის პროექტები მოიწონეს, რომელიც   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , 2023 წელს დასაფინანსებელ პროექტთა ნუსხას დაემატება. ეს პროექტებია: ბაზალეთის, წყალაფორეთის, ვარძიისა და კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია; ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა ვაშლევი); ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სარალიძეების უბანი); ზვარეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჭენჭეხის უბანი).  ბიუროს წევრებმა ა სევე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:  1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს:მანანა ბარბაქაძე აღნიშნულ საკითხებს დეპუტატები 15 დეკმბერს საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn.png
12/12/2022 16:42

13 დეკემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 დეკემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე 2. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 3. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს:მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/mmka%20areva_1.jpg
12/12/2022 16:13

მამუკა არევაძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიანიჭეს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის წოდება სამშენებლო კომპანია „ მეგობრობის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ბიზნესმენს, მეცენატს , მამუკა არევაძეს მიენიჭა.  ხარაგაულის მერმა, საპატიო ჯილდო, მამუკა არევაძის მამას , დავით არევაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. მამუკა არევაძე გახლავთ, წარსულში ცნობილი სპორტსმენი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი სხვადასხვა წონით კატეგორიაში. ამჟამად იგი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვიცე პრეზიდენტია. მის მიერ დაფუძნებული კომპანია „ მეგობრობა“ წარმოადგენს ერთ -ერთ წამყვან საწარმოს ამიერკავკასიის მასშტაბით, რომელშიც გაერთიანებულია არაერთი შვილობილი კომპანია. 2014 წლიდან კომპანია ახორციელებს მრავალფუნქციური საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობას, ამ კუთხით კომპანია არაერთ წარმატებით დასრულებულ პროექტს ითვლის.  მიმდინარე წელს პატარა ხარაგაულში მამუკა არევაძის ინიციატივითა და სახსრებით უმშვენიერესი წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის ტაძარი აიგო და ეკურთხა, რასაც თავად ბატონი მამუკა თავის ყველაზე დიდი მიღწევად თვლის. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfaf.jpg
12/12/2022 16:12

დავით მაღრაძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება გადაეცა

 ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის წოდება პროფესორ, დავით მაღრაძეს მიენიჭა.  დავით მაღრაძე გახლავთ, საქართველოს დამსახურებული მეღვინე,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი., სწორედ ამ კვლევის საფუძველზე 2017 წელს საქართველო აღიარებულ იქნა უძველესი ღვინის სამშობლოდ. იგი წლებია მუშაობს ვაზის ქართული გენოფონდის შესწავლისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, ერთობლივ კვლევებს ახორციელებს ევროპის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან. გამოქვეყნებულ აქვს 170-ზე მეტი სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ და რუსულ ენებზე. არის ოთხი გამოგონების ავტორი.სასწავლო კურსები და ტრენინგები გავლილი აქვს მსოფლიოს არერთ ქვეყანაში. დავით მაღრაძე გახლავთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსი, სადაც მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს საქართველოს ვენახების კადასტრის აგება, იგი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოინჟინერიის ფაკულტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. სალექციო კურსს კითხულობს საფრანგეთის მონპელიეს აგრარული კვლევის ეროვნულ ინსტიტუტში. არის 5 შვილის მამა. მისი სახით ხარაგაულს ჰყავს დიდი დიაპაზონის მეცნიერი, მკვლევარი და თანამემამულე.  
სრულად