სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0059_5.JPG
27/07/2022 21:38

ხარაგაულის მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა წმ. ნიკოლოზის ტაძრამდე მისასვლელი ახალდრეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის უძველეს ტაძართან  მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირდა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი  ღირებულება 234,444  ათას ლარს შეადგენდა. დასრულებული პროექტი მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა , მერიის ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ბესარიონ ჭიპაშვილთან ერთად დაათვალიერა.  ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ვფიქრობ, სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზები. მოგეხსენებათ, მიროწმინდის ტაძარი უბისის და კოზმანის  სალოცავების საერთო სივრცეშია განთავსებული, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან არც ისე შორსაა და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან დანიშნულებას შეიძენს  ტურისტული მიმართულებით. არ გამოვრიცხავთ მომავალში ტაძარი  მოქმედი გახდეს.“ სოფელ მიროწმინდის  წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი VI საუკუნით თარიღდება. ტაძარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წლის წინ დაცული ძეგლის სტატუსი მიანიჭა და  ფონდი ,,ქართუს" მიერ რეაბილიტირდა. ხარაგაულის მერის და მერიის შესაბამისი სამსახურების  აქტიური მუშაოობის შედეგად  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2021-22 წლებში ოთხი  პროექტი დაფინანსდა. დასრულების ეტაპზეა ხუნევის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარეობს დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია და  ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია. ხარაგაულის მერიის მიერ  2022 წელს სრიგპ-ს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებლად წარდგენილი იდეები  ტურისტული ლოკაციების, რეკრეაციული სივრცეებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/295185665_2242335672597747_8408924015884509172_n.jpg
27/07/2022 11:22

ხარაგაულში ,,რწყილი და ჭიანჭველას“ ამბავს ფილმად იღებენ

ხარაგაულში, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის,  ,,რწყილი და ჭიანჭველას“ ამბავს ფილმად იღებენ. ფილმზე კინო ქალაქი ,,სინემა“-ს გადამღები ჯგუფი მუშაობს. რწყილის პატარა მეზღაპრე გოგონა ანა ჭუმბურიძე, ხოლო  ჭიანჭველას სოლომონ კურტანიძე ასახიერებს. ფილმის გადაღებაში ჩაერთო კულტურის სამსახურის უფროსი, მსახიობი, ირინე ჩხეიძე. ეს ის არაჩვეულებრივი ამბავია საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას, რომ გადაეცემოდა და თითქმის ყველა ქართველმა  ზეპირად იცის. თუ ვინ თამაშობს ფილმში ღორს, მუხის ხეს, ყვავს, კრუხს, ფეტვით სავსე ორმოს, თაგვს, კატას და ძროხას ამას ფილმის დასრულების შემდეგ ვნახავთ, რომლის პრეზენტაციაც 30 ივლისს , კინო ქალაქ ,,სინემას”-ს საზეიმო დახურვაზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება. ინფორმაციისთვის, კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტია. მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კინო ქალაქის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და მასწავლებელი მაია ლანდია სტუდია „პიონერფილმის“ წევრ ბავშვებთან ერთად ხარაგაულს ერთი კვირით ესტუმრა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0141_2.JPG
27/07/2022 10:20

ცნობილი სოპრანო, ირმა ბერძენიშვილი ხარაგაულში კინო ქალაქ ,,სინემა“-ს ბავშვებს შეხვდა

კინოქალაქი ,,სინემა“ ბავშვებს საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებს სთავაზობს.  26 ივლისს ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი,  ი რ მ ა  ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, კონცერტმაისტერ გვანცა ფუტკარაძესთან ერთად კინო ქალაქი ,,სინემას“ მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის საინტერესო მინი - კონცერტი ჩაატარა.   ცნობილი სოპრანო, საოპერო არიების შესრულების პარალელურად ბავშვების კითხვებს საინტერესოდ, გულწრფელად და ამომწურავად პასუხობდა. ირმა ბერძენიშვილი, სოპრანო. ,,ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს პიონერფილმთან , ყოველთვის ვიღებ  მონაწილეობას მათ პროექტებში. მომწონს და მიყვარს მათი აქტივობები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რეგიონებში გასვლა, ბავშვებთან შეხვედრა , რომ მეტი ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდეთ კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან კარგი საღამო. ის მთავარი მესიჯები რაც ბავშვებამდე მინდოდა რომ მისულიყო  არის ის, რომ მათი ინტერესი ოპერის მიმართ გაღვივდეს, გაუჩნდეთ სურვილი დაესწრონ ჩვენს წარმოდგენებს. ვფიქრობ, ორმხრივი დიალოგი მნიშვნელოვანია  და დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე.“ კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტია.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2.png
26/07/2022 10:41

1 აგვისტოს საკრებულოს სხდომა გაიმართება

  6.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: კახაბერ გოლუბიანი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 8.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 9.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 10.არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ზილ - 4502, სახელმწიფო N - DBI330- ს სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 11 . სს „სილქნეტი“ - სათვის პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით (იჯარა), ხუთი წლის ვადით 16 ცალი გარე განათების ბოძის კონსტრუქციის საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის მიზნით (საჰაერო ტრასით კაბელის გატარება) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N 69.6922081001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე   13.,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის N 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ინგა თურქაძე  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0188_1.JPG
26/07/2022 10:21

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია ტერიტორიულ რეზერვში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს

საქარათველოს თავდაცვის ძალების  ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართეს.  შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სამხედრო გაწვევისა და აღირცხვის სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ჭიპაშვილთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.  შეხვედრაზე ეროვნული გვარდიის ასმეორე კადრირებული ბატალიონის მეთაურმა ვიცე პოლკოვნიკმა, ჯაბა მუხურაძემ დეტალურად განმარტა ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის პირობები, რეზერვის შევსების წყაროები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.  მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მერის  წარმომადგენლებს , სამხედრო აღრიცხვიანობის და გაწვევის სამსახურთან კოორდინირებით, მსურველთა რეგისტრაციაში დროული ჩართვა და მოსახლეობის სწორი და დროული ინფორმირება დაავალა. ტერიტორიულ რეზერვში  მიიღებიან:  ქ. თბილისის, მცხეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯაცახეთის რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18 დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები 18 დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი.  მიღების პროცედურები მოიცავს: სამხედრო - სამედიცინო შემოწმებას;  გასაუბრებას. სავალდებულო და/ან საკონტრაქტო სამსახურ გავლილი პირებიდან პრიორიტეტი ენიჭება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სამხედრო და საბრძოლო გამოცდილების, ან შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მქონე პირებს.  საბრძოლო მომზადება ითვალისწინებს: წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე; შეკრებაზე გამოცხადების თარიღები წინასწარ არის ცნობილი; ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეზერვისტი რეალურ საბრძოლო უნარებს იძენს.  რეზერვში სამსახურის დროს: რეზერვისტი სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით; უზრუნველყოფილია სოციალური და სამართლებლივი დაცვით;  სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.   განაცხადების მიღება: საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:  ქ. თბილისი, ეროვნული გვარდია, გორგასლის ქ. #89; ტელ: 595 05 06 85;  ქ. ქუთაისი, ფ.ვარლამიშვილის ქ.#52; ტელ: 591 19 60 70  ქ. თელავი - ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა, თამარის ქ. N36; ტელ: 591 17 55 03; 577 19 58 26  გარდაბნის რ-ნი სოფ. მთისძირი - წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი ტელ: (995) 577 19 82 83  სენაკი - დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა, ცერცვაძის ქ. #1ტელ: 595 80 4942  ბათუმი - ეროვნული გვარდიის მე - 10 კადრირებული ბრიგადა, ადლიის ქ.# 76, ტელ: 591 17 55 14; 577 19 73 05  ქ.ახალციხე, კოსტავას ქ. #1ტელ: 591 55 05 68; 577 19 23 90  მსურველებს ასევე შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge   ამ ეტაპზე შერჩეული რეზერვისტების შეკრება, ოქტომბრის თვეში დაიწყება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/maxresdefault.jpg
26/07/2022 09:59

მანძილი შენამდე დიდია - 29 ივლისს ხარაგაულში ტარიელ ხარხელაურის საღამო გაიმართება

  რეზო თაბუკაშივლის სახელობის, ლიტერატურული თეატრი ტარიელ ხარხელაურისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლზე გიწვევთ. ლიტერატურული სპექტაკლი ,,ღვთის ენით მოსაუბრე პოეტი"  29 ივლისს, 16 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება. პოეტი ტარიელ ხარხელაური  ხარაგაულს მეუღლესთან ერთად ესტუმრება. დასწრება თავისუფალია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_3.png
25/07/2022 07:36

დღეს ხარაგაულს კინოქალაქი სინემა ეწვევა

დღეს, 25 ივლისს ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს, კინო ქალაქი „სინემა“ ეწვევა. კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტია. მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კინო ქალაქის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და მასწავლებელი მაია ლანდია სტუდია „პიონერფილმის“ წევრ ბავშვებთან ერთად ხარაგაულს ერთი კვირით ესტუმრებიან. კინო ქალაქ „სინემას“ წარმომადგენლები ხარაგაულელ მოსწავლეებთან ერთად   საინტერესო  აქტივობების განახორციელებენ.  გადაიღებენ ფილმებს, მოაწყობენ შეხვედრას: პოეტებთან, მუსიკათმცოდნეებთან, ცნობად სახეებთან. ხარაგაულის უკეთ გაცნობისათვის დაგეგმილია ასევე ოჯახებში სტუმრობა, ექსკურსია სოფელ საბეში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის დათვალიერება. „სინემას“ ხარაგაულში ყოფნის თითოეული დღე მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით აქვს გაწერილი და დაგეგმილი. 25 ივლისი პიონერფილმის ფილმების ჩვენება - 19:00 სთ 26 ივლისი სიმღერის დღესასწაული - ირმა ბერძენიშვილი( ოპერის თეატრის სოლისტი) ონლაინ ჩართვა რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან - 18:00 სთ 27 ივლისი ექსკურსია სოფელ საბეში 28 ივლისი მუსიკის დღე - შეხვედრა კომპოზიტორ კახა ცაბაძესთან 29 ივლისი შეხვედრა ჟურნალისტთან  და საზოგადო მოღვაწესთან,  ნუგზარ რუხაძესთან - 10:00 სთ. შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან - 19: 00 სთ. 30 ივლისი შეხვედრა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ დირექტორთან, გიორგი ხარებავასთან. კინო ქალაქის საზეიმო დახურვა. კინო ქალაქის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და მასწავლებელი მაია ლანდია 9 მოსწავლესთან ერთად  ხარაგაულში ერთი კვირით დარჩება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1.png
25/07/2022 06:41

25 ივლისს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

ბიუროს რიგგარეშე სხდომის ნუსხა: სს „სილქნეტი“ - სათვის პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით (იჯარა), ხუთი წლის ვადით 16 ცალი გარე განათების ბოძის კონსტრუქციის საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის მიზნით (საჰაერო ტრასით კაბელის გატარება) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შსესახებ. მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N 69.6922081001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_4_2.png
21/07/2022 13:29

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ჩრდილში , საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რომელიც სოფელ ჩრდილში, ტალახაძეების და გოგნაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სოფელ ჩრდილში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  დაფინანსება ხარაგაულის მერიამ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და მერის კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი მუშაობის და ძალისხმევის შედეგად მიიღო. პროექტები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. ტალახაძეების საუბნის გზის რეაბილიტაციისათვის 481 512 ლარი გაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი გზის 1024 მეტრ მონაკვეთზე დაიგება. გოგნაძეების უბანში გზის მშენებლობის ღირებულება 313 181 ლარს შეადგენს, სადაც გზა 535 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება. ინფრასტრუქტურული პროექტები ორ ეტაპიანია. სამუშაოებს შპს ,,გგ“ შეასრულებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/294596544_5275911695779396_976338004332041172_n.jpg
18/07/2022 16:55

20 ივლისს ანსამბლი ,,შილდა“ და ,,უბისი“ ერთობლივ კონცერტს გამართავენ

20 ივლისს, კინოთეატრში ,  ხარაგაულის ხალხური სიმღერის ანსამბლი „უბისი“ და ქალაქ თელავის სიმღერის ანსამბლი „შილდა“ ერთობლივ კონცერტს გამართავენ.  ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.  ბილეთის ფასი - 3 ლარი.  
სრულად