სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/shin%20movla.jpg
06/12/2022 16:39

შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამაში დასაქმებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

5 დეკემბერს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამაში დასაქმებულ პირებს სერტიფიკატები გადასცა.    სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიას,მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე ,პროგრამის კოორდინატორი, მერი ვაშაკიძე, ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაულის" წარმომადგენელი, რუსუდან გურგენიძე და პროექტის კოორდინატორი, თამარ შავიძე ესწრებოდნენ.   შინ მოვლის პროგრამაში 24 პირმა შინ მოვლის 60 და პერსონალური ასისტენტის 40 საათიანი ტრენინგ კურსი გაიარა. პროგრამაში ხარაგაულის მასშტაბით 100- მდე ბენეფიციარია ჩართული.    სამუშაო ჯგუფის მიერ ამ ეტაპზე ბართელის ინდექსის მიხედვით 60 ბენეფიციარი არის ზუსტად იდენტიფიცირებული.   ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მხარდაჭერა გამოხატა პროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ ხარაგაულის მერია აქტიურად არის ჩართული პროგრამის განხორციელების პროცესში და მზადაა ერთი წლის შემდეგ, შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის, როგორც სოციალური სერვისის მართვა მერიამ გადაიბაროს.   მომავალი წლის ბიუჯეტში მერია, შინ მოვლის პროგრამის განხორციელებისთვის 70 ათას ლარს ითვალისწინებს.   პროექტს ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“, ასოციაცია “ ანიკას ” დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში ახორციელებს.    პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_2_2.png
05/12/2022 17:15

საკრებულოს სხდომაზე 9 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ იმსჯელეს

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი. მან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა დეპუტატებს. მერის პირველი მოადგილის განცხადებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მუნიციპალიტეტმა 2 060,9 ათასი ლარით მეტი შემოსულობები მიიღო.  შემოსულობების მატება, წინა წელთან შედარებით,  გამოწვეულია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ასევე საკუთარი შემოსულობების გაზრდით. ვარლამ ჭიპაშვილმა საკითხთან დაკავშირებით და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სხდომაზე განხილული იყო ასევე " მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის" ანგარიში. საკითხი ამავე ა(ა)იპ-ის დირექტორმა, ეკა შავიძემ წარადგინა. სხდომაზე შემდეგი ორი საკითხი წარადგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლურსამანაშვილმა. 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133720 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრების ეკატერინე შველიძისა და ავთანდილ ვეფხვაძის განცხადების განხილვა ფრაქციიდან გასვლის შესახებ. მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/164455313_3945411822195007_3945201946223026226_n.jpg
03/12/2022 11:59

იზა ვეფხვაძე - დღეს ხარაგაულის დღეა, გილოცავთ!

საპატიო ხარაგაულელი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე ხარაგაულელებს ხარაგაულობას ულოცავს.   ,,დღეს ხარაგაულის დღეა, ხარაგაულობა. ვულოცავ ჩემს საყვარელ ხარაგაულს. დღეს ბევრი სტუმარი ეწვევა,  კიდევ უფრო გაბრწყინდება, განათდება, დამშვენდება.   დღეს დიდი კიტა ბუაჩიძე "დაუბრუნდება" ხარაგაულს, განახლებულ _ გალამაზებული  "დევები" შეეგებებიან სტუმრებს,  იმერული დახვედრის, სიმღერის, სტუმარმასპინძლობის მადლი იტრიალებს.ბევრი ღიმილი და სიხარული, ბევრი სიყვარული იქნება.   გაბრწყინებული მზის კელაპტრებით, დგას მშვენიერი როგორც ზღაპარი, ხარაგაული _ ფიქრის და რწმენის უსათნოესი თავშესაფარი.   ბედნიერ დღეს გისურვებთ სტუმარ _ მასპინძელთ. მე თქვენ მიყვარხართ" - წერს იზა ვეფხვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/nugzar.jpg
03/12/2022 01:47

საპატიო ხარაგაულელი, ნუგზარ ნავაძე ხარაგაულელებს ხარაგაულობას ულოცავს

ყველა ხარაგაულელს და ხარაგაულის მოყვარულს, ვულოცავ ხარაგაულელობას. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერ ცხოვრებას და ყოველწლიურად უფრო და უფრო გალალამაზებულ და კეთილმოწყობილ ხარაგაულს. დღეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება რამოდენიმე პიროვნებას.  ამ საქმისადმი მუნიციპალიტეტის მერის და შესაბამისი კომისიის მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ღირსეულთა შორის ღირსეულები იქნებიან. ყველა მათგანს ვულოცავ ამ დიდ დაფასებას და  აღიარებას.       ვწუხვარ, რომ ვერ ვესწრები ხარაგაულელობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და უშუალოდ ადგილზე ვერ ვათვალიერებ უკანასკნელ პერიოდში მუნიციპალური პროგრამებით, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაო პროცესებს. მრავალ ხარაგაულელობას დაესწარით ძვირფასო მეგობრებო.        პატივისცემით და სიყვარულით, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/283148174_3372062229707593_1148878489967083725_n_1.jpg
02/12/2022 13:52

ხარაგაულის მერია ხარაგაულელებს ხარაგაულობაზე გიწვევთ

,,წელს პირველად ხარაგაული ოფიციალურად აღნიშნავს ხარაგაულობას.ჩვენ გვინდა ეს დღე ყველა ხარაგაულელისთვის ზეიმის, და დადებითი ემოციების დღედ იქცეს. ვფიქრობთ, ხარაგაული მომავალ წელს ,,ხარაგაულობას" კიდევ უფრო მასშტაბურად აღნიშნავს. მინდა დიდი პატივისცემით, მოვიწვიო ყველა ხარაგაულელი წლის მთავარ ღონისძიებაზე."  . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ამ დღეს ოფიციალურად გაიხსნება მწერალ კიტა ბუაჩიძის ბიუსტი, ასევე, ახლად რეაბილიტირებული დევების ქანდაკებები და მიმდებარე სკვერი.    ხარაგაულის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:   13:00 – 13:30 საათი - გამოჩენილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის გახსნა.   13:30 – 14:00 საათი -  რეაბილიტირებული ,,დევების ქანდაკებებისა“ და მიმდებარე სკვერის გახსნა. კინოთეატრის წინამდებარე ტერიტორია   14:00 - შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები (ადგილობრივი სოფლის ნობათის , კულინარიული ნაწარმის გამოფენა)   თეატრალიზებული პერფომანსი, საბავშო - გასართობი სივრცე - ანიმატორები.   წარმოდგენილი იქნება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფოტოგამოფენა ,,ძველი ხარაგაული“. აგრეთვე ხარაგაულზე შექმნილი წიგნები, ბუკლეტები და გზამკვლევები.   15:00 საათი - სადღესასწაულო კონცერტი ოპერის მომღერლების, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_2_1.png
01/12/2022 18:13

5 დეკემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესერიგი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური .ცენტრი“ -ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: ეკა შავიძე 3. ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133720 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს. ოთარი ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს წევრების ეკატერინე შველიძისა და ავთანდილ ვეფხვაძის განცხადების განხილვა ფრაქციიდან გასვლის შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sapat%20carara.JPG
01/12/2022 17:02

ხარაგულის  მერიაში საპატიო ხარაგაულელების კანდიდატურებზე იმსჯელეს

1 დეკემბერს, ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის" წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებისა და განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.   კომისიამ წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ იმსჯელა.   სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუზა კელენჯერიძე ხელმძღვანელონდა.   კომისიამ 10 საპატიო ხარაგაულელის კანდიდატურა განიხილა.   საპატიო ხარაგაულელების ვინაობა ფართო საზოგადოებისათვის 3 დეკემბერს, ხარაგაულობის დღესასწაულზე, საზეიმო ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdas4f45as54fasf.jpg
01/12/2022 16:58

სასკლო სპორტულ ოლიმპადაზე ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

დღეს 2022-2023 წლების სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვებული მესამე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მესამე საჯარო სკოლა , 2023 წლის გაზაფხულზე, რეგიონულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. სასკოლო ოლიმპიადა ხარაგაულში ოქტომბრის თვეში დაიწყო და თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ: გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, ხელბურთში, კალათბურთში, მინი ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში ჩატარდა. საერთო ჯამში, სასკოლო - სპორტულ ოლიმპიადაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, 16 საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე ჩაერთო.  თამაშები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარეობდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_1477916536023746_1.jpeg
01/12/2022 13:14

9 აპრილის სკვერში კიტა ბუაჩიძის ბიუსტის დადგმა იგეგმება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე უძღვებოდა.  სხდომას ესწრება მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მან გარკვეული განმარტებები გააკეთა წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. 1. დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის შესახვევში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო - სამეუნეო დანიშნულების მიწის მონაკვეთზე, (ს.კ. 36.01.31.240) კერძოდ, 9 აპრილის სახელობის სკვერში, გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის დასადგმელად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;   აღნიშნული საკითხი, ვარლამ ჭიპაშვილმა წარადგინა, მისი განცხადებით ხარაგაულში,  გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის 9 აპრილის სკვერში დადგმა იგეგმება. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვლისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროეტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახელებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N69.6922081001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.  საკრებულოს წევრებს, დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ გააცნო. სხდომაზე წარდგენილი საკითხები დადებითად შეფასდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_2.png
29/11/2022 19:24

1 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

1 დეკემბერს , 11.00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 05 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 01 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე  
სრულად