სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_asdDSC0418.JPG
15/06/2022 19:21

ხარაგაულში ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი იწყება

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა-PASS” - ასეთია პროექტის სახელწოდება, რომლის შესახებაც სრული ინფორმაცია ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსს, ნანა კიკნაძეს, მერის თანაშემწეს , ჟანა ნემსაძეს და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსს, თეა ბერიძეს მიაწოდეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროექტი  ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ფსიქო-სოციალურ და სამართლებრივ მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტით მოსარგებლეებს  ასევე შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული განათლება მიიღონ და  მცირე გრანტების პროგრამაში ჩაერთონ. მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე: ,,ვგეგმავთ აქტიურად ჩავერთოთ პროექტში, შევხდეთ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური გაძლიერება ესაჭიროებათ და  ძალადობის მსხვერპლნი არიან. მოხდება მათი გადამზადება, შეისწავლიან კონკრეტულ პროფესიას  და გრანტის სახით მიიღებენ დაფინანსებას 1500 ევროს ფარგლებში, რაც ასეთ ოჯახებს კიდევ უფრო გააძლიერებთ.“ ალექსანდრე ქურციკიძე(აფხაზინტერკონტის წარმომადგენელი): ,,პროექტი სამი წელი გაგრძელდება. ძირითადი მიზანია გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა. პროექტი მოიცავს მსხვერპლთა მიმართ იურიდიულ, სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას. ძალადობის განმეორებით თავიდან აცილებას, რათა ამ ტიპის  შემთხვევები  მინიმუმამდე დავიყვანოთ.“ პროექტს  ASB საქართველო, ღია სივრცე კავკასია, მედიაცენტრი კახეთი და ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ახორციელებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0235_3.JPG
15/06/2022 14:23

ცოცხალი წიგნები სოფლად - მკითხველთან შეხვედრები მარელისსა და ვახანში გაიმართა

ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ კამპანია ,,ცოცხალი წიგნები - სოფლად“ დაიწყო. მკითხველთან  ურთიერთობის ასეთი ფორმატი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობილი პროექტის ,,ცოცხალი წიგნები“ გამოძახილია. შეხვედრები მკითხველთან, ღია სივრცეში,  სოფელ მარელისსა და ვახანში გაიმართა. მსმენელის წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარსდგნენ ხარაგაულის  ,,ცოცხალი წიგნები“:  იზა ვეფხვაძე, გურამ სახვაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, მამუკა ჭიპაშვილი,სპარტაკ ლაცაბიძე, ნანუკა ჭანკვეტაძე. როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი , მამუკა ჭიპაშვილი განმარტავს, მკითხველთან შეხვედრები ზაფხულის პერიოდში ხარაგაულის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4101.JPG
15/06/2022 14:21

მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში

სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის პირველობამ, მინი ფეხბურთში  ორგანიზაციებს შორის, სტარტი აიღო. ჩემპიონატში ოთხი გუნდი ჩაერთო. თამაშები ხარაგაულის მინი სტადიონზე გაიმართა. გულშემატკივრებს შორის გახლდათ მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი. სპორტისა და კულტურის ცენტრის და კეთილმოწყობისა და დასუფთავების გუნდების შეხვედრა ანგარიშით 9:0 დამთავრდა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და  ხარაგაულის მერიისა გუნდების თამაში 3:2 დასრულდა . სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ფინალი 17 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს სპორტისა და ტურიზმის და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გუნდები დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-20220616-WA0000.jpg
14/06/2022 13:09

23 ივნისს - მაცეკვე ტანგო, მთავარი საფესტივალო პრემიერა ხარაგაულში

იმერეთის თეატრალური ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საპრემიერო ჩვენება ხარაგაულში გაიმართება , რომელსაც ფესტივალის ჟიური დაესწრება. ხარაგაულის თეატრი ფესტივალზე ნინო მირზიაშვილის სპექტაკლით ,,მაცეკვე ტანგო“ წარსდგება. პრემიერა 23 ივნისს გაიმართება. ,,ამჯერად  ჩვენი თეატრი კომედიურ ჟანრზე მუშაობს. მინდა  ჩვენთან   ყოფნის ერთი საათით განიტვირთოთ და შინ სასიამოვნო ემოციით დაბრუნდეთ. ვფიქრობ, ეს ახლა განსაკუთრებით გვჭირდება’’- აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე. მონაწილეობენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი - გაიოზ შუბითიძე. თეატრალური დასი რეპეტიციებს აქტიურად გადის. იმერეთის თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად  14 ივნისს იხსნება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0080_2.JPG
13/06/2022 19:07

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

თათბირს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი,მერის თანაშემწე , ჟანა ნემსაძე და   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსი, ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.   ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება იწყება. ამის შესახებ თათბირზე განცხადება მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა გააკეთა. თათბირზე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს დაევალათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში.  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა პროექტი დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს. მერის წარმომადგენლებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სამუშაოებზე მკაცრი კონტროლი უნდა განახორციელონ, რომ მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად  დაკმაყოფილდეს.“ ივნისის თვე აქტიური იქნება სოციალური მიმართულებით.  სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეების განცხადებების  განხილვისას და გადაწყვეტილებების მიღებისას  მერის წარმომადგენელების შეფასებებს დაეყრდნობა. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ინგა ლურსმანაშვილის განცხადებით ,  ხარაგაულის მერია ინვენტარიზაციის საკმაოდ შრომატევად პროცესს იწყებს. სპეციალური ჯგუფი გასვლით სამუშაო შეხვედრებს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DasdSC0dasd02asd7.JPG
10/06/2022 19:02

ბაზალეთსა და ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ კვირიკაშვილთან, ერთად სოფელ ქროლსა და ბაზალეთში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. სოფელ ქროლში, 2022-2023 წლების გარდამავალი პროექტი წინსწრებით დასრულდება. პროექტის ღირებულება 179 ათას 451 ლარია. სოფელ ბაზალეთში, მესხების უბანში  საუბნო გზის რეაბილიტაციაზე 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ხარაგაულის მერია, სამუშაოების მიმდინარეობაზე მუდმივი მონიტორინგს ახორციელებს.  2022 წელს, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, გზა ხარაგაულის 19 სოფელში რეაბილიტირდება.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/199745006_1637792383098395_1702333541848009756_n.jpg
10/06/2022 16:37

14  ივნისს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში lego robotics - ის სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში lego robotics mindstorm ev3 სრული კურსი დასრულდა. სწავლების პერიოდში , ბავშვები პროგრამირებისა და რობოტიკის საწყისებს ეცნობოდნენ და საკუთარი ხელით რობოტების შექმნაზე მუშაობდნენ. 14 ივნისს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში ჯგუფებთან  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.   მოსწავლეები, რომლებმაც  lego robotics სრული კურსი გაიარეს გუნდებად დაიყოფიან. თითოეულ გუნდს  თავისი კაპიტანი ეყოლება,რომელსაც  დავალებას ინოვაციების ტექნოლოგიების სპეციალისტი ალექსი კიკნაძე მისცემს. გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქარი, ხოლო მოსწავლეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი, მსგავსი ღონისძიებებით, ცდილობს  თანამედროვე ტექნოლოგიებში ბავშვების ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_83.jpg
10/06/2022 15:35

,,ცოცხალი წიგნები“ სოფლებში

            ,,ცოცხალი წიგნები - სოფლებში“ - ასეთი სახელწოდება აქვს კამპანიას, რომლის ფარგლებში,  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სოფლებში გასვლით ღონისძიებებს იწყებს. როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი , მამუკა ჭიპაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ,,ცოცხალი წიგნები“- ს გამოძახილია. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი: ,,ალბათ ყველას გახსოვთ, პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ხარაგაულშიც გაიმართა ღონისძიებები. ჩამოსული იყვნენ პოეტები, მწერლები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ახლოს გააცნეს დამსწრე საზოგადოებას და ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს თავიანთი წიგნები.      სწორედ ამ პროექტის გამოძახილია ღონისძიებები, რომელსაც ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა გამართავს სოფლებში, სასოფლო განყოფილებების ჩართულობით.      ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ხარაგაულის შემოქმედი ადამიანები.   პროექტის ფარგლებში ხარაგაულის  ,,ცოცხალი წიგნები“:  იზა ვეფხვაძე, ვალერი გოგნაძე,ვიტალი ფცქიალაძე,გურამ სახვაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, მამუკა ჭიპაშვილი,დათო ჯიმშიაშვილი,ნანუკა ჭანკვეტაძე,ჟუჟუნა კალანდაძე , შოთა გოლუბიანი, თავიანთი შემოქმედებით წარსდგებიან მსმენელის წინაშე.“    პირველი შეხვედრა  14 ივნისს მარელისის და სოფელ ვახანის ბიბლიოთეკის ეზოში გაიმართება.    ღონისძიებები ,,ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში  ზაფხულის პერიოდში სხვა სოფლებშიც ჩატარდება, რომლის თარიღსაც ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა წინასწარ დააანონსებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/qeqwe_DSC0076.JPG
09/06/2022 16:21

ლაშეში,  ცქიტიშვილების უბანში გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

სოფელ ლაშეში , ცქიტიშვილების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიგო. სამუშაოები მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად დაათვალიერა. ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხარაგაულს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2 775 762 ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა. რგფ-ის დაფინანსებით წელს ხარაგაულში გზები ყველაზე ძნელად გადასაადგილებელ მონაკვეთებზე რეაბილიტირდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_13_1.png
09/06/2022 16:11

10 ივნისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგ საკითხს განიხილავენ:                                         „სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 202 2 წელს დასაფინანსებელი სა პროექტ ო წინადად ების მოწონების   შესახებ “ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N 69.69213501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ  მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად