სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0002.JPG
06/06/2022 16:04

ღორეშა - მარიამწყაროს დამაკავშირებელ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო

ხარაგაულში, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი დასრულდა.  2022-2023 წლების გარდამავალი პროექტი წინსწრებით შესრულდა და ღორეშა - მარიამწყაროს დამაკავშირებელ მონაკვეთზე,  ბეტონის საფარი 1100 მეტრ მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ღირებულება 240 ათასი ლარი. შემსრულებელი კომპანია ,,ი.მ ელდარ სირბილაძე".  2022 წელს, ხარაგაულში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ახალი გზა, 19 სოფელში რეაბილიტირდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1654170638766.jpg
02/06/2022 17:12

ახალსოფლის ცენტრალური გზის მობეტონების სამუშაოები დასრულდა

  ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე 265  ათასი ლარი დაიხარჯა.რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტი დასრულდა.   გარდამავალი პროექტის ფარგლებში სრულად მობეტონდა ისლარი,ფარცხნალი, ახალსოფელი , ოკიშურას დამაკავშირებელი გზა.   დავით დევდარიანი: ,, პროექტის მესამე ეტაპი დასრულდა. კომპანიამ 2022 წლის ვალდებულება წისწრებით შეასრულა . პროექტის ფარგლებში მოხდება სანიაღვრეების მოწყობა , მობეტონდა მოსახლეობის ეზოებში მისასვლელი გზა.ეკონომიების ხარჯზე გაკეთდა ჩიხებში შესასვლელი გზებიც." სამუშაოებს კომპანია ,,მეკა" ასრულებს. აღნიშნული გზით ოთხი სოფელი სარგებლობს.   ინფორმაციისთვის,  რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ხარაგაულში, მიმდინარე წელს, ახალი გზა 19 სოფელში გაკეთდება.     
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
02/06/2022 17:06

6 ივნისს საკრებულოს სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის  06  ივნისის  მორიგი სხდომის    დღის წესრიგი           1. ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  მერიის   კულტურის,   განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა   სამსახურის   ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ირინე ჩხეიძე 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ  მომხს: მამუკა ჭიპაშვილი                                                                                                3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და  ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მარინე ხვედელიძე 4.         ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის რეგისტრაციის ცნობად მიღების  შესახებ   მომხს:  ოთარი ლურსმანაშვილი                                                              5.      საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების განხილვის შესახებ მომხს: ბესიკ  კვირიკაშვილი                                                      საკრებულოს თავმჯდომარე                                          მანანა ბარბაქაძე        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0215.JPG
02/06/2022 11:07

ხარაგაულის მერმა ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

დღეს, ხარაგაულის  მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარ ბავშვებს მიულოცა. კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა ლაღი და ღიმილიანი, მზიანი და ნათელი დღეებით სავსე ბავშვობა გისურვოთ! მჯერა, თქვენი ბავშვური ოცნებები ახდება და  თითოეულ თქვენგანს წარმატებული მომავალი ექნება! ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობაც ეს არის ვიზრუნოთ თქვენზე და შეგიქმნათ უკეთესი გარემო აღზრდა - განვითარებისთვის. ჯანმრთელობას,  ერთიან და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“. ,,სათნოების სახლის“ დირექტორის , თამარ შავიძის ინიციატივით, ბავშვები ზღაპრის გმირებს შეხვდნენ. მხიარულმა ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად სახალისო წარმოდგენები გამართეს. ღონისძიების დასასრულს ,,სათნოების სახლი“ პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/285133221_819402135703217_6542466803460385951_n.jpg
02/06/2022 00:22

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხარაგაულში

ხარაგაულის  მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარ ბავშვებს მიულოცა. ,,სათნოების სახლის“ დირექტორის , თამარ შავიძის ინიციატივით, ბავშვები ზღაპრის გმირებს შეხვდნენ. მხიარულმა ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად სახალისო წარმოდგენები გამართეს. დღეს ბავშვებმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს, ფერადი ფანქრებით მოხატეს მუზეუმის ეზო და  მათთვის წინასწარ შექმნილ სივრცეში ფოტოები გადაიღეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაასრულა საზეიმო კონცერტმა, რომელიც კინოთეატრში ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით  გაიმართა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sj_DSC0029.JPG
01/06/2022 19:05

ნიკოლოზ მაჭავარიანი, კულტურის საკითხებში მერის მრჩევლად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმნაშვილის ბრძანებით, მერის მრჩევლის პოზიციაზე, გააგრძელებს საქმიანობას ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც დღემდე ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დირექტორის პოზიციას იკავებდა. ნიკოლოზ მაჭავარიანს უფლებამოსილების სფეროდ კულტურული მიმართულება განესაზღვრა. კობა ლურსმანაშვილის  განცხადებით, საკადრო ცვლილებების მიზანი ეფექტური საქმიანობის განხორციელება, ახალი მენეჯმენტით ახალ შედეგებზე გასვლა და საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების შეთავაზებაა. ხარაგაულის მერი ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს , ოფიციალურად, უახლოეს დღეებში წარადგენს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/bl_DSC0153.JPG
01/06/2022 18:18

  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორად მამუკა ჭიპაშვილი დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, (ა)იპ ,, კულტურისა და ხელოვნების ცენტრს”  მამუკა ჭიპაშვილი უხელმძღვანელებს. მამუკა ჭიპაშვილი  ამ დრომდე  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გახლდათ. როგორც ოფიციალურ შეხვედრაზე, მერმა კობა ლურსმანაშვილმა განმარტა განხორციელდება ა(ა)იპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სტრუქტურული ცვლილება, მას ტურიზმის მიმართულება დაემატება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ტურიზმი  ხარაგაულის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ ამ კუთხით გვჭირდება სიახლეები, შესამუშავებელია კონკრეტული გეგმა, განსახორციელებელია პროექტები, საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან , რასაც ვფიქრობ თავს კარგად გაართმევს მამუკა ჭიპაშვილი, რომელსაც კულტურის და ტურიზმის მიმართულებით მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს“. ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობას თამარ ლაცაბიძე შეასრულებს. მერის მრჩევლის პოზიციაზე, კულტურის საკითხებში  გააგრძელებს საქმიანობას ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც დღემდე ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დირექტორის პოზიციას იკავებდა. კობა ლურსმანაშვილის  განცხადებით, საკადრო ცვლილებების მიზანი ეფექტური საქმიანობის განხორციელება, ახალი მენეჯმენტით ახალ შედეგებზე გასვლა და საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების შეთავაზებაა. ხარაგაულის მერი ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს , ოფიციალურად, უახლოეს დღეებში წარადგენს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/low_DSC0048.JPG
01/06/2022 18:09

საკადრო ცვლილებები ხარაგაულში

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა დღეს საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მერის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ  ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს" ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნული პოზიციას ჰამლეტ ბერაძე დაიკავებს,რომელიც  2005 - 2019 წლებში ბორის სკოლა - პანსიონის დირექტორი გახლდათ. დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი.    ა(ა)იპ ,, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის”  მამუკა ჭიპაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გახლდათ. ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობას თამარ ლაცაბიძე შეასრულებს. მერის მრჩევლის პოზიციაზე, კულტურის საკითხებში  გააგრძელებს საქმიანობას ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც დღემდე ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დირექტორის პოზიციას იკავებდა. კობა ლურსმანაშვილის  განცხადებით, საკადრო ცვლილებების მიზანი ეფექტური საქმიანობის განხორციელება, ახალი მენეჯმენტით ახალ შედეგებზე გასვლა და საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების შეთავაზებაა. ხარაგაულის მერი ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს , ოფიციალურად, უახლოეს დღეებში წარადგენს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sigDSC0162.JPG
01/06/2022 18:00

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორად ჰამლეტ ბერაძე დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის  გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ  ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს" ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნული პოზიციას ჰამლეტ ბერაძე დაიკავებს,რომელიც  2005 - 2019 წლებში ბორის სკოლა - პანსიონის დირექტორი გახლდათ. კობა ლურსმანაშვილი: ,,ჰამლეტ ბერაძე ერთ-ერთი წარმატებული სკოლის დირექტორი გახლდათ. მას კარგი მენეჯერული უნარები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის სერიოზული გამოცდილება აქვს. ვფიქრობ მისი ამ პოზიციაზე დანიშვნა, მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს ახალ შესაძლებლობებს შესძენს.” ჰამლეტ ბერაძემ მადლობა გადაუხადა მერს ნდობის გამოცხადებისთვის და აღნიშნა რომ ეს სფერო მისთვის ნაცნობია და  ის შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“  წარმატებული და საინტერესო  საქმიანობისთვის. დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი, რომელიც აღნიშნულ მიმართულებას 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0016_1.JPG
25/05/2022 21:34

ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებამ სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა

დღეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უფროსმა, ნანა კიკნაძემ  ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან, თეა ბერიძესთან ერთად ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, საჯარო სკოლის დირექტორებთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, მერიის ახალი სტრუქტურული ერთეულის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების  შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. ,,ხარაგაულის მერიაში წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს  განყოფილება , რომელიც  სოციალური სამსახურის დაქვემდებარებაში შედის. მერიის ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ახალი განყოფილება  სოციალურ მუშაკს , ბავშვთა ფსიქოლოგს და ჯანდაცვის სპეციალისტს აერთიანებს, რომელსაც კოორდინირებას , განყოფილების უფროსი თეა ბერიძე უწევს. ჩვენი საქმიანობა ბავშვის საუკეთესო ინტერების დაცვა და მისი გათვალსიწინებაა, რაც თავის თავში ასევე კონფიდენციალურობას გულისხმობს, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიერ დაცული უნდა იყოს“ - აღნიშნა შეხვედრაზე ნანა კიკნაძემ. თეა ბერიძემ მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორებს თანამშრომლობისთვის  და მათ განყოფილების მუშაობის პრინციპებზე,  პრაქტიკაში განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე, წარმატებული ქეისებსა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.   ,,საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებათა კოდექსი 2020 წელს მიიღო, სწორედ ამ კოდექსის იმპლემენტაციის ფარგლებში გახდა აუცილებელი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შექმნილიყო ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან“- აღნიშნა თეა ბერიძემ. თეა ბერიძის ინფორმაციით, ამ დრომდე განყოფილებამ 30 მდე ქეისი განიხილა. შეხვედრაზე ითქვა,რომ რეფერირების მექანიზმის ეფექტურად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა რგოლის თანაბარი ჩართულობა და თანამშრომლობა. შეხვედრაზე კოორდინაციის აუცილებლობაზე  ისაუბრა ასევე ხარაგაულის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ სკოლის დირექციის მხრიდან მიღებული დროული შეტყობინება ერთგვარი პრევენციაა, რომ თავიდან ავირიდოთ საფრთხე და დროული და ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ   ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. ,,მაქსიმალურად ვითხოვთ თქვენს ჩართულობას, ჩვენთან კოორდინაციას, რაც ისევ და ისევ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იქნება მიმართული" - აღნიშნა შეხვედრაზე ნანა კიკნაძემ.                        
სრულად