სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Autism.jpg
18/04/2022 11:24

ხარაგაულის მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის ბავშვთა მხარდაჭერა პრიორიტეტია

  უკვე ერთი წელია ხარაგაულის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება ფუნქციონირებს. გაწეულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებზე , განყოფილების ხელმძღვანელს, თეა ბერიძეს გავესაუბრეთ. - ერთი წელია რაც ხარაგაულის მერიაში შეიქმნა ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, თავდაპირველად ადმინისტრაციულ სამსახურში ვიყავით, ახლახან გადავედით მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია სოციალურ პროგრამებთან. -          რას ითვალისწინებს განყოფილების დებულება და გასული ერთი წლის განმავლობაში რა იყო თქვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებები? დებულება საკმაოდ მოცულობითი და ფუნქციურად დატვირთულია. ბავშვთა უფლებების დაცვა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერაზე ზრუნვა სწორად და ზუსტად გათვლილი სტრატეგიული ნაბიჯია  ხელისუფლების მხრიდან.  2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი. ზუსტად ამ კოდექსის მიღების შემდეგ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტებში შექმნილიყო ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურები, რაც ხელს შეუწყობდა ამ კოდექსის იმპლემენტაციას. ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საქმის წარმოების დასაწყებად ჩვენთვის არ არის აუცილებელი მომართვიანობა, ან რაიმე ოფიციალური საბუთი.  ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც ანონიმური ან ეჭვის დონეზე არსებული, შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურ შეტყობინებად და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. გარდა ამისა, ვალდებულები ვართ, თავად მოვახდინოთ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და მსვლელობა მივცეთ საქმეს. რაც შეეხება არასრულწლოვანთა ოჯახების მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძელით და მერის წარმომადგენლების დახმარებით, გავაკეთეთ ბაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე გვაქვს სტატისტიკა, იმ ოჯახების, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სჭირდებათ. ამ ბაზის მიხედვით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვახორციელებთ  ვიზიტებს ოჯახებში და საჭიროებების გამოვლენას  ადგილზე. თითოეული ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრები ვსხდებით მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან ერთად ვაწყობთ სამუშაო შეხვედრას, რაც გვეხმარება, რომ სამომავლოდ,  ასეთი ოჯახებისთვის გრძელვადიანი პროგრამები შევიმუშაოთ. -          ვიზიტების დროს, ძირითადად, რა საჭიროებები იკვეთება  და უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ რა ნაბიჯებს დგამთ ამ კუთხით? ნებისმიერი საჭიროება, რაც ვიზიტის დროს გამოიკვეთება, ვალდებულები ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში დავაკმაყოფილოთ. ინდივიდუალური გეგმა დგება ყველა არასრულწლოვანზე, საჭიროების შემთხვევაში ერთვება, ჯანდაცვის სპეციალისტი, ბავშვთა ფსიქოლოგი და ვაგრძელებთ მათთან კონსულტაციებს, ვაძლევთ მითითებებს,  ვრთავთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში. ასეთ ოჯახებთან გვაქვს ვალდებულება პერიოდულად განვახორციელოთ მონიტორინგი.  უპრეცედენტო მხარდაჭერა და ხელშეწყობა გვაქვს მერის, კობა ლურსმანაშვილის მხრიდან. მასთან ყველა შეხვედრა   ჩვენდამი უდიდესი თანადგომის გამოხატვით სრულდება და ნათლად იკვეთება, რომ მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის ბავშვთა მხარდაჭერა არის პრიორიტეტი. -          კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევა ბავშვთა სოციალურ მუშაკი და რა დროს ერთვება საქმეში ბავშვთა ფსიქოლოგი? სოციალურ  მუშაკს ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო დატვირთვა აქვს განყოფილებაში. ოჯახში ვიზიტის დროს,  ყველა არასრულწლოვანზე ავსებს სპეციალური სკრინინგის ფორმას, აკეთებს სიღრმისეულ კვლევას და ადგენს ინდივიდუალურ გეგმას - როგორ უნდა წარიმართოს შემდგომი პროცედურები. თითოეულ ქეისზე განყოფილების მულტიდისციპლინარული ჯგუფი მსჯელობს და ვდებთ დასკვნას. ბავშვთა ფსიქოლოგი საქმეში ოჯახში ვიზიტის შემდეგ გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში ერთვება. არის შემთხვევები, როცა მხოლოდ კონსულტაციების ფორმატით შემოიფარგლება, თუმცა უმეტესად ისეთი სამუშაოა, ოჯახში რამდენჯერმე ვიზიტი უწევს, ასევე, ჩვენთან განყოფილებაშიც მოდიან ბავშვები, სადაც გვაქვს შესაბამისი რესურსი და მათთან ფსიქოლოგი  ატარებს სხვადასხვა სახის სეანსებს. ძალიან რთულია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვანთა სხვადასხვა სახის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, ეს ძალიან სენსიტიური შემთხვევებია. ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას და დიდი სიფრთხილით ვმუშაობთ ასეთ შემთხვევებზე. ძალიან ბევრი სტიგმაა საზოგადოებაში, სამწუხაროდ ჯერ ისევ სტერეოტიპების საუკუნეში ვცხოვრობთ და არსებული რეალობა არცთუ ისე სახარბიელოა. ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. -          რა შესაბამისი სწავლებები და გადამზადებები გაიარეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობის სფეროში, გვყავს სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი (45 კრედიტიანი) რომელმაც წარმატებით გაიარა მუნიციპალური სოციალური მუშაკების გადამზადების კურსი. დაიცვა სასერტიფიკატო ნაშრომი და მიიღო უმაღლესი შეფასება. განყოფილების თანამშრომლებისთვის სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეგიდით, ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა პერიოდულად ატარებდა ტრენინგებს. ეს   ტრენინგები ძალიან სასარგებლო და საჭირო  იყო ჩვენთვის და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში. გადამზადების კურსი ერთწლიანი იყო, თუმცა მუდმივად გაგრძელდება მათთან ურთიერთობა და კონკრეტული პრობლემების შემთხვევაში გვექნება კომუნიკაცია. -          რა გეგმები გაქვთ? სულ ახლახან გადავიდა განყოფილება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში, სამსახურის უფროსთან ერთად დავსახეთ სამომავლო გეგმები, გავწერეთ სამოქმედო გეგმა. მალე დავიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან.  პირველ რიგში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. ვფიქრობთ, მოვაწყოთ შეხვედრა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და მოვახდინოთ ინფორმირება, რა მიზანს ემსახურება ახალი სტრუქტურული ერთეული და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, ასევე უწყებათაშორის ეფექტურ კომუნიკაციას. უნდა გავააქტიუროთ თანამშრომლობა კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს წევრებთან. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, თანამონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხში, რაც ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებას დაეხმარება სრულყოფილ და შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობაში. გავაგრძელებთ არასრულწლოვანთა ოჯახებში ვიზიტებს, მერის წარმომადგენლების ჩართულობით, ვცდილობთ მოვახდინოთ ბავშვთა უფლებების დარღვევის კუთხით არსებული შემთხვევების იდენტიფიცირება. როცა ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ აქ არ იგულისხმება მარტო ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ძალადობა, მომავალ თაობებზე საკმაოდ მძიმედ აისახება ასევე, განათლების უფლების დარღვევა, სრულყოფილ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევა და ა.შ. თუ ჩვენ, თვითმმართველობებში სწორად და ზუსტად დავგეგმავთ, ბავშვთა უფლებების დაცვაზე და მათ კეთილდღეობაზე მორგებულ პროგრამებს დაახლოებით 10-15 წელიწადში მივიღებთ სულ სხვა სოციუმს, სადაც ადამიანები შეძლებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას, სადაც თითოეულ მათგანს შეეძლება საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვა, სადაც საქმე გვექნება ჯანსაღ საზოგადოებასთან.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/naxat%20xaragplener.jpg
13/04/2022 22:49

30 აპრილს პლენერი ,,გამა“ - მხატვრებს და ფოტოხელოვანებს უმასპინძლებს

30 აპრილს და 1 მაისს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი  ტრადიციულ სამხატვრო პლენერს  ,,გამა" გამართავს. პლენერში მონაწილეობის მსურველ მხატვართა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. იზა ვეფხვაძე, პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი: ,,პლენერი კვლავაც  საქველმოქმედო ხასიათისაა, მხატვრები მოდიან თავიანთი მასალებით, ხატავენ ხარაგაულის ხედებს და საჩუქრად გადმოსცემენ ლიტერატურულ თეატრს. ეს კოლექცია ხარაგაულის უდიდესი სიმდიდრეა, ესაა ფერებში დანახული ხარაგაული. წლების განმავლობაში თეატრის მუზეუმს 150 ნამუშევარი დაუგროვდა, რომელიც გასული წლის ნოემბერში თბილისში იყო გამოფენილი და მნახველთა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.” იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პლენერი  მხატვრულ-მუსიკალური იქნება, დახურვის დღეს  გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. პლენერის ამ ნაწილს  ცნობილი საოპერო მომღერალი,მამუკა ლომიძე უხელმძღვანელებს. წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლეა. პლენერში მხატვრების და მუსიკოსების გარდა მონაწილეობას  ცნობილი ფოტოხელოვანები მიიღებენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1117.JPG
12/04/2022 18:48

სპექტაკლი - უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად

ხარაგაულის თეატრმა უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლი გამართა. ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე: ,, თითოეული ჩვენგანი განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. დღეს, ჩვენმა დასმა, ქართველი დრამატურგის, რეზო კლდიაშვილის სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი" სოლიდარობის ნიშნად ითამაშა. ამით გვსურდა სიმბოლური ფორმით გამოგვეხატა ჩვენი თანაგრძნობა და მხარდაჭერა." სპექტაკლიდან შემოსული თანხა , უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.png
10/04/2022 21:23

ხარაგაულის მერია განმეორებით აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით, განმეორებითი ელექტრონულ აუქციონს აცხადებს. აუქციონი  11 აპრილი 16 საათზე დაიწყება და 26 აპრილი 16 საათზე დასრულდება. იხ. ბრძანება იხ. დანართი ------   ელექტრონული აუქციონი ცხადდება ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით ფორმით გაცემის მიზნით.   აუქციონი 11 აპრილს 16 საათზე დაიწყება და 18 აპრილს 16 საათზე დასრულდება. იხ. ბრძანება იხ. დანართი ------  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98_1.png
10/04/2022 10:42

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ  აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 8 აპრილს 16 საათზე დაიწყება და 13 აპრილს 16 საათზე დასრულდება. იხ. ბრძანება იხ. დანართი          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0107_1.jpg
09/04/2022 15:19

ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა თომამ 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და  მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკო.  ,,დღევანდელი გადასახედიდან 9 აპრილი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს. ეს არის ისტორიული დღე, რომელმაც განაპირობა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. 9 აპრილის მემორიალთან, ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე)  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა. 33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.  საბჭოთა არმიამ ამ დღეს 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ყველაზე პატარა 15 წლის იყო. გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0072.jpg
09/04/2022 15:05

კობა ლურსმანაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და  მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკო.  ,,დღევანდელი გადასახედიდან 9 აპრილი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს. ეს არის ისტორიული დღე, რომელმაც განაპირობა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. 9 აპრილის მემორიალთან, ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე)  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა. 33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.  საბჭოთა არმიამ ამ დღეს 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ყველაზე პატარა 15 წლის იყო. გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/200597722_3106544209592731_2058792750332694855_n.jpg
08/04/2022 15:25

16 აპრილს ხარაგაულის თეატრი თბილისში გეწვევათ

16 აპრილს, ხარაგაულის თეატრი სპექტაკლს ,, იმერული რექვიემი“ თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში გამართავს. თეატრი სპექტაკლს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ითამაშებს. მოწვევა თეატრმა ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, რეზო კლდიაშვილისგან მიიღო, რომელიც ამავე დროს აღნიშნული პიესის ავტორია. სპექტაკლის რეჟისორია  ირინე ჩხეიძე. მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, მაია ბერაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, ირმა სხილაძე, ბექა ხიჯაკაძე. მისამართი---კოსტავას ქ.N69. მე-2 სასწავლო კორპუსი,მე-3 სართული. დასაწყისი 17 საათზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/277823296_961128527919520_2318689296491383867_n.jpg
06/04/2022 17:47

,,იმერული რექვიემი“ - სპექტაკლი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად

ხარაგაულის თეატრი  უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლს გამართავს. ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის რეჟისორის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, სპექტაკლიდან შემოსული თანხა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ხარაგაულის მერიის მიერ გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება. ვფიქრობთ ამ ფორმით, ჩვენი შემოქმედებით ,მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ უკრაინელი ხალხის დახმარების საქმეში. ,,ვფიქრობთ ამ ფორმით, ჩვენი შემოქმედებით ,მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ უკრაინელი ხალხის დახმარების საქმეში" - აღნიშნავს ირინე ჩხეიძე. ხარაგაულის თეატრი  ქართველი დრამატურგის , რეზო კლდიაშვილის სპექტაკლს  „იმერული რეკვიემი“  სამშაბათს, 12 აპრილს , კინოთეატრში 15 საათზე წარმოადგენს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/120998697_3137453366380489_574146937600659777_n.jpg
06/04/2022 11:37

11 აპრილს სააგენტო „აწარმოე საქართველო“ -ს საგრანტო პროგრამებზე ბიზნეს იდეების მიღება სრულდება

21 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, სააგენტო „აწარმოე საქართველო“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეებს მიიღებს.   სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. შეზღუდვა შეეხებათ 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, ასევე 2015-2018 წლებში არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებს.   პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის განხორციელების შემთხვევაში.   პროგრამის ფარგლებში გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარია, ხოლო საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, გურია, კახეთი) საგრანტო თანხის მოცულობა 40 000 ლარამდე გაიზარდა.   პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა ახალი ბენეფიციარებისთვის 20%, მაღალმთიან რეგიონებში კი 10% შეადგენს. განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილი არსებული ბენეფიციარებისთვის - გრანტის თანხის არანაკლებ 50%, მაღალმთიან რეგიონებში კი 25%.   პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი პრიორიტეტები: ახალი ბიზნესის წამოწყება; ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოფლად ბიზნესის დაწყება/გაფართოება; მაღალმთიან დასახლებულ პუნქტში ბიზნესის დაწყება/გაფართოება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოება; განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი/მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე/ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები.   აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში განიხილება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.   პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6901 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 78 მლნ ლარზე მეტია.   პროგრამის პირობების და განაცხადის შემოტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.enterprisegeorgia.gov.ge/.../Busi.../microgrants   საკონტაქტო ცხელი ხაზი 1525.    
სრულად