სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0100.JPG
05/04/2022 11:39

რა საკითხები განიხილეს საკრებულოს სხდომაზე

 4 აპრილის ხარაგაულის საკრებულოს მორიგ სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს  მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში. ასევე დადებითად შეფასდა შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ანგარიშები გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. სხდომაზე იმსჯელეს განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „ თაირისი “- სათვის  ფართის გადაცემასთან დაკავშირებით. საკითხი მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით „ თაირისი “ ხარაგაულში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის პროგრამას ახორციელებს.   პროგრამა, რომ გაგრძელდეს, ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში არსებული ფართი 38,44 კვ.მ,  “ თაირისს “ იჯარით, ორი წლის ვადით უნდა გადაეცეს. სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებიც.    1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 .დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საკრებულოს წევრების (გარდა    საკრებულოს    თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე             მომხსენებელი: პავლე კიკალიშვილი   2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11       დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების       ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე           მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე                                                                                                3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე             მომხსენებელი: კახაბერ  გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს  2014  წლის  2  სექტემბრის  N36 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე           მომხსენებელი:   ინგა ლურსმანაშვილი 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე              მომხსენებელი: კახაბერ  გოლუბიანი     6..ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე                 მომხსენებელი: ნანა კიკნაძე   7.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივნისის №15 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ,, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ ცვლილების შეტანის თაობაზე               მომხსენებელი: ზურაბ იჩქიტიძე 8.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე               მომხსენებელი: კახაბერ  გოლუბიანი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/277682106_342507227850128_5014099075810356898_n.jpg
04/04/2022 17:34

ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებისთვის ახალი სათამაშო ინვენტარი შეიძინა

ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ,  მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ახალი სათამაშოები, საბავშვო ლიტერატურა და  სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსი შეიძინა. ხარაგაულის ბაღების გაერთიანება სათამაშოების ფონდის განახლებას ყოველწლიურად აწარმოებს. საბავშვო სათამაშოების ახალი ფონდი მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა უშუალოდ დაათვალიერა და მათ ხარისხს და საგანმანათლებლო დანიშნულებას ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან და მეთოდისტთან, თამარ ავალიშვილთან   ერთად გაეცნო. როგორც მამუკა ჭიპაშვილი აღნიშნავს, შესყიდვისას გავითვალისწინებულ იქნა არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები. საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის შესყიდული ახალი სათამაშოები ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს და ჯანმრთელობისთვის უვნებელია. სათამაშოები  საბავშვო ბაღებში დღეს გადანაწილდება. 2012 წლიდან დღემდე ხარაგაულის ბაღების გაერთიანებას 27 ათას 723 ლარის ოთახისა და 6700 ლარის ეზო სათამაშოები აქვს შეძენილი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/277819836_3331940133719803_8184176630832399092_n.jpg
02/04/2022 11:22

შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის მინი სტადიონზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების,  შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბორითისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის  გუნდები შეხვდნენ.  ტურნირი გიმნაზიის გუნდის გამარჯვებით,  ანგარიშით 1:0, დასრულდა.  გამარჯვებულ გუნდს შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის თასი გადაეცა. ტურნირში მონაწილეებს შორის  ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში  გამარჯვებული სპორტსმენები გამოავლინა.  ანზორ ტალახაძე – საუკეთესო თავდამსხმელი  ნიკოლოზ ნანიტაშვილი – საუკეთესო მეკარე. ლუკა გაჩეჩილაძე – საუკეთესო გამთამაშებელი  ნიკოლოზ ყრუაშვილი – საუკეთესო მცველი  შოთა ვეფხვაძე – საუკეთესო ფეხბურთელი  თეიმურაზ ზუმბაძე – პერსპექტიული ფეხბურთელი  გიორგი ბუაჩიძე – ბომბარდირი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი წელს მესამედ ჩატარდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0042%20-%20Copy_1.JPG
02/04/2022 11:12

GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებული 100 000 ლარიანი ინოვაციური პროექტი ხარაგაულში განხორციელდება

იმერეთის რეგიონში , საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ,მზია გიორგობიანთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან,  ზვიად შალამბერიძესთან ერთად  და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს  ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.  100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის დასახელდა  ინოვაციური იდეა,  ,,ტყის გაყინული სოკოების საწარმო“,  რომელიც  ხარაგაულში განხორციელდება. ტყის გაყინული სოკოები - ინოვაციური ბიზნეს მოდელით, ქვეყანაში გამოუყენებელი ტონობით ტყის რესურსებით, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის ახალი პროდუქტის შექმნას გულისხმობს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,, ვულოცავ კომპანიას საგრანტო კონკურსში გამარჯვებას. მიმაჩნია , რომ ასეთი პროექტები ხარაგაულისთვის მისი განვითარების თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. მივესალმები ასეთ ინიციატივიან  ბიზნეს ჯგუფებს და კომპანიებს. შეიძლება ითქვას, რომ ხარაგაულში უკვე არსებობს ბიზნეს ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია ტყის პროდუქტის შესყიდვით  და ეს ადგილობრივებს საშუალებას მისცემს დაკავდნენ იმ კენკროვნების მოპოვებით, რაც კანონით არაა აკრძალული.  GITA - ს კონკურსი კვლავ გრძელდება და მასში ყველა ხარაგაულელს შეუძლია  თავისი ინოვაციური იდეებით ჩაერთოს. ასეთი არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც განვითარებაზე, ინოვაციური იდეების მხარდაჭერასა და ბიზნეს სექტორის ხელშეწყობაზე არის გათვლილი. ირაკლი დოლიძე, შპს „ფრიზ თი“-ს თანადამფუძნებელი - ჩვენი გუნდი ტყის პროდუქტების და სამკურნალო მცენარეების ექსპორტზე მუშაობს. უკვე ორი წელია ხარაგაულში ჩვენი საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს, ახალი სახეობის - გაყინული ფოთლების ჩაის აწარმოებს. წლების განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე დიდი დაინტერესება იყო ტყის სოკოების მიმართ, ჩვენ ვაკვირდებოდით რა რესურსი გვქონდა საქართველოში  და  მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. აუთვისებელია დიდი რაოდენობით ტყის სოკო. მიღებული გრანტით, ადგილობრივ შემგროვებლებთან ერთად, ჩვენ ავითვისებთ გამოუყენებელ რესურსს და ხარაგაულის საწარმოში დავიწყებთ ტყის გაყინული სოკოების წარმოებას, რომელსაც, როგორც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ასევე ექსპორტზეც გავიტანთ. ჩვენ საწარმოში დასაქმებული არიან ადგილობრივი მოსახლეები და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. გიორგი კეჟერაშვილი - ტექნოპარკების ქსელის მენეჯერი. ხარაგაულის ადგილობრივ მეწარმეებს გაუჩნდებათ ახალი საქმე, რომ ტყის პროდუქტები შეაგროვონ და ჩააბარონ, რაც მათ შემოსავალს მისცემს. საქრთველოში ამ პროდუქტზე ყველა სეზონზე არის მოთხოვნა. ბიზნეს პროექტში ძალიან კარგად ჩანდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, რა რესურსი და  როგორი მოთხოვნებია ამ კუთხით. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შეიძლება  დიდ მომგებიან ბიზნესად იქცეს. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.  ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.   საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები იმერეთში:   30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტი:   ბაია ფუდი  - ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული ხილის, ჩირისა და შოკოლადის წასახემსებელი „სნექის“ წარმოება ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე    100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები იმერეთში:   პირველი ქართული 3D პრინტერის წარმოება (ქუთაისი)   GDSystems - და ვინჩის მწვანე სისტემები - პლანეტარული ტიპის ტრანსფორმირებადი სასათბურე სისტემა სასარგებლო ფართის 100%-ით ათვისების სისტემით ვეგეტაციური პროცესების შეზღუდვის გარეშე და გაუმჯობესებული აგროტექნიკური შესაძლებლობებით;   soplidan.ge - ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც იმერეთის ფერმერებსაც პირდაპირ დააკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ვებ-გვერდის საშუალებით;  ტყის გაყინული სოკოები - ინოვაციური ბიზნეს მოდელით, ქვეყანაში გამოუყენებელი ტონობით ტყის რესურსებით შეიქმნება ახალი პროდუქტი ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის;  Q-bic  - მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასით Glamping-ის კარვების წარმოება და გაყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე   ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - მოძრავი გადამამუშავებელი საწარმოს მეშვეობით წვენების, ჯემების, საწებლების წარმოება, სრულიად ახალი სტანდარტის პროდუქციის შეთავაზება ადგილობრივი ნედლეულით და საექსპორტო და ადგილობრივი პოტენციალის ათვისება  ჰერბია - ახალი პროდუქტის - მწვანილის, ბოსტნეულის სალათების გადამუშავება და შეფუთვა საჭმელად მზა სახით.    ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.   აღნიშნული პროგრამა მოიცავდა ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:   მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა. ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Enscape_2022-03-23-12-10-05_1.jpg
31/03/2022 18:35

ხარაგაულის მერის გადაწყვეტილებით, ცენტრალური პარკის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართება

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია, საჯარო ფორმატში  გაიმართება. მერის პოზიციაა , რომ პროექტირების პროცესში დაცული იყოს ღიაობის პრინციპი. კობა ლურსმანაშვილი: ,,უახლოეს დღეებში ხარაგაულის ცენტრალური პარკის  პროექტის  საჯარო განხილვა შედგება. პროექტის პრეზენტაციაზე ვიწვევთ დაინტერესებულ სეგმენტ ჯგუფებს. ჩვენი მიზანია , ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა. ხარაგაულის ცენტრალური პარკი  მიმზიდველი იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ხარაგაულის სამომავლო განვითარებას.”  პროექტის საჯარო განხილვის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის მიზნით, ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია ,,პროჯექტ კომპანი"-ს წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია. ხარაგაულის მერის  მოსაზრების წარდგენა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მოქალაქეების მხრიდან პროექტის ირგვლივ საკუთარი ხედვებისა  და შენიშვნების წარმოდგენა.  ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის პროექტირებას კომპანია  ,,პროჯექტ კომპანი" ახორციელებს. საჯარო განხილვა ოთხშაბათს, 6 აპრილს, 14:00 საათზე, კინოთეატრის შენობაში გაიმართება. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში  დაფინანსების მიღების მოლოდინშია და წინასწარ განსაზღვრით, მისი ღირებულება მილიონ 500 ათასი ლარი იქნება.  საპროექტო იდეა მოწონებულია საკრებულოს და იმერეთის სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მიერ.  ინფორმაციისთვის, საერთო ჯამში, ხარაგაულში სრიგპ პროექტის ფარგლებში ოთხი პროექტი განხორციელდება. მიმდინარეობს ხუნევის ბაღის მშენებლობა, პროექტის ღირებულება 619 170 ლარია. ტენდერი დასრულებულია  და უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება  კომპანიასთან, რომელიც დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ღირებულება 282 000 ლარი. დასრულდა სოფელ მიროწმინდაში წმ. ნიკოლოზის ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტზე გამოცხადებული ტენდერი, პროექტის ღირებულება 250 ათასი ლარია.  საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_1_5.png
31/03/2022 18:10

ექიმი ქალები ხარაგაულიდან - ფოტოგამოფენა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში

     დიდი  სახეები  პატარა  ჩარჩოებში - ასეთი სახელწოდებით, 5 აპრილს,  სამშაბათს, 13.00 საათზე ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი გამოფენას უმანსპინძლებს.   მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როცა მსოფლიოში პოლიტიკური ფორმაციები იცვლებოდა  სოფ. ღორეშაში  დაბადებულმა,  მინადორა  ეფრემის ასულმა ორჯონიკიძემ თავისი მსოფლმხედველობა დაუკავშირა ახალ იდეოლოგიას, რომელიც მისი ღრმა რწმენით მსოფლიო ხალხებს „მშვიდობას, სოციალურ თანანსწორობასა და კეთილდღეობას“ მოუტანდა.          22 წლის გოგონა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე იწყებს სწავლას. სტუდენტობის წლებშივე ჩაება სოციალისტურ წრეებში. მან  ჟენევაში იქორწინა შემდგომში მეტად დრამატულ პიროვნებასთან, მალაქია ტოროშელიძესთან.           1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე  რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მუშაობდა წითელ ჯვარში და არა-ში  ( ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია).            1917 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.            1919 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მინადორა ორჯონიკიძე იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დეკლარაციის ხელმომწერი.              1919-21 წლებში სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავჯდომარის მოადგილე და შრომის კომისიის მდივანი იყო.              წითელი არმიის შემოჭრისას ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.               პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდეგ იწყება მინადორა ორჯონიკიძის მეტად ტრაგიკული ცხოვრება. 1924 წელს იძულებით მოსკოვში გაასახლეს, რის გამოც უარი თქვა ე.წ. მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე. 1936 წელს დააპატიმრეს.             1937 წელს მეუღლე, მალაქია ტოროშელიძე და შვილები გიორგი და ლევანი დაუხვრიტეს. თვითონ დახვრეტას სამედიცინო განათლებამ გადაარჩინა., ვინაიდან ყაზახეთში, სადაც გადაასახლეს ექიმები ძალიან სჭირდებოდათ. სასჯელიდან განთავისუფლებული თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა, ხოლო 1956 წელს რეაბილიტაცია მიიღო.             მედიცინის დოქტორი მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.          ჩვენს გამოფენაში წარმოდგენილ ექიმ ქალებს მართალია მსგავსი დრამატულ-ტრაგიკული ცხოვრება არ ქონიათ, მაგრამ ისინიც  თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით გასცემდნენ თავის ენერგიას, ცოდნასა და თავდაუზოგავად ემსახურნენ საზოგადოებას.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/shutterstock-1111675565-1625567648.jpg
30/03/2022 16:56

ხარაგაულში „სათნოების სახლი” 105 ბენეფიციარს ემსახურება

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  ა(ა)  იპ  „სათნოების  სახლს”  ახალი  ხელმძღვანელი  ჰყავს.  ამ  თანამდებობაზე  რამდენიმე  ხნის  წინ თამარ  შავიძე დაინიშნა.  რა  საჭიროებები  და  მოთხოვნები  აქვს    მოსახლეობას, რა  გეგმები  აქვს  ახლად  დანიშნულ  დირექტორს  და რა  სერვისებს  სთავაზობს  „სათნოების სახლი”  ბენეფიციარებს,   ამის  შესახებ  გაზეთ ,,ახალი ხარაგაულის" კითხვებს თამარ  შავიძე პასუხობს. თამარ შავიძე: - პირველ  რიგში,  მადლობა   მინდა,  გადავუხადო  მერიის გუნდს  გამოცხადებული ნდობისა  და  მხარდაჭერისათვის.  მაქსიმალურად  შევეცდები, ეს  ნდობა  გავამართლო  და უფრო ეფექტური გავხადო  ორგანიზაციის საქმიანობა.    ვიზრუნებ იმაზე,  რომ  უფრო მეტი  შეჭირვებული  ოჯახები  მოვიცვათ  და  მათი  ყოფა-ცხოვრება  გავაუმჯობესოთ. როგორც  კი  უფლებამოსილების  განხორციელებას  შევუდექი, პირადად  შევხვდი  ბენეფიციარებს  და  მოვისმინე  ინფორმაცია  მათი  საჭიროებების  შესახებ. სრულ  მზადყოფნაში  ვარ, ყველა  პრობლემური  საკითხი  მოგვარდეს და, რაც  შეიძლება,  მეტი  კმაყოფილი  ადამიანი  გვყავდეს.  ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად  აქტიურად ვიმუშავებ, რომ ყველა გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხო.  ვფიქრობ,  ერთობლივი  და  კოორდინირებული  თანამშრომლობით,  შედეგი  აუცილებლად  გვექნება  და  მომსახურების  ხარისხი  გაცილებით  უკეთესი  იქნება. - რამდენი  ბენეფიციარი  სარგებლობს  „სათნოების  სახლის”  მომსახურებით და  როგორ  ხდება  მათი  შერჩევა?  - „სათნოების  სახლი”  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  მძიმე   სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეთა  უფასო  კვებას  ემსახურება. ბენეფიციართა  მიღება  ხდება  მერიის სოციალური  სამსახურის მომართვიანობისა  და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა მიერ გაწეული შუამდგომლობის გათვალისწინებით, რომელსაც თან ახლავს ცნობა ოჯახის სოციალური  მდგომარეობის  შესახებ.  ობიექტურობა მაქსიმალურად  დაცულია, რადგან  მომსახურება სწორედ იმ ადამიანებმა უნდა  მიიღონ, ვისთვისაც ის გარდაუვალი აუცილებლობაა. ამჯერად 105 ბენეფიციარს  ვემსახურებით,  აქედან კვირაში  ექვსი  დღე უფასო სადილისთვის 65 პირი  გვაკითხავს, დანარჩენს  კი  საკვები  სახლში  მიეწოდება.  უნდა  აღინიშნოს,  რომ  გარდა  დაბისა, ბენეფიციარები  გვყავს ახლომდებარე   სოფლებიდანაც.  ვფიქრობთ,  ახლო  მომავალში  მომსახურების  არეალი  კიდევ  უფრო  გაიზრდება  და  სხვა  ადმინისტრაციულ ერთეულებსაც  მოვიცავთ.  -გვესაუბრეთ კვების რაციონზე, როგორია  ყოველდღიური  მენიუ? - კვების  რაციონი  საკმაოდ  მრავალფეროვანია და  მენიუში  გვაქვს  ყველა  პროდუქტი,  რომელიც ადამიანის  ჯანმრთელობისათვის აუცილებელი და საჭიროა. ხორცი,თევზი, რძის პროდუქტები, ლობიო, წიწიბურა,  ხილი და ტკბილეული-ეს ის  მცირე  ჩამონათვალია,  რომლებსაც  ბენეფიციარები  კვირის  განმავლობაში იღებენ.  გარდა  ამისა,  სადღესასწაულო  დღეებში გვაქვს  განსხვავებული   მენიუ  და  მცირედი  საჩუქრები ტკბილეულის სახით. რაც  მთავარია,  ჩვენთან  შესაძლებელია  ხარისხიანი  საკვები  პროდუქტების  მიღება  და  ჰიგიენური  ნორმები  მაქსიმალურად  დაცულია. აღსანიშნავია ისიც,  რომ წინა წლებთან შედარებით, კვება ბევრად გაუმჯობესებულია  და ხელისუფლების  მხრიდან  უფრო  მეტი  ყურადღება  იგრძნობა. -როგორ ახორციელებთ  საკვები  პროდუქტების  შესყიდვას? - პროდუქტების შესყიდვა,  კანონის  სრული დაცვით, ტენდერის  საშუალებით შესყიდვების  სააგენტოს  ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში  ხდება. ტექნიკურ დოკუმენტაციაში  კი  მითითებულია    ყველა  ის მოთხოვნა, რასაც  უნდა  აკმაყოფილებდეს  მომწოდებელი  კომპანია. მიმდინარე  წელს  52 742  ათასი  ლარის  სხვადასხვა  დანიშნულების  საკვები  პროდუქტი  შევიძინეთ,  რომელსაც  გამარჯვებული მეწარმეები წლის  განმავლობაში  გეგმის  მიხედვით  მოგვაწოდებენ. - რამდენი  ლარით  განისაზღვრა  მიმდინარე  წელს  „სათნოების  სახლის”  ბიუჯეტი  და  რა თანხები  იხარჯება  კვებაზე? -ხარაგაულის „სათნოების სახლი” მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138 000 ლარით დაფინანსდა. თუმცა  რამდენიმე  ხნის  წინ,  ჩვენი  მოთხოვნის  საფუძველზე,  ეს  თანხა 25 000 ათასი  ლარით გაიზარდა.  აპრილიდან  რამდენიმე  ბენეფიციარი  დაგვემატება  და მომატებული თანხის გარკვეული  ნაწილი  ამ  მიმართულებით  დაიხარჯება.  საერთო  ჯამში,   მიმდინარე  წელს  ბენეფიციართა  კვებაზე    80 000  ათასი ლარია  გათვალისწინებული. -როგორც  ვიცი,  დაგეგმილი  გაქვთ  ახალი  ინვენტარის  შეძენა, გვესაუბრეთ ამის  შესახებ უფრო  დეტალურად.  - აუცილებელია, რომ „სათნოების სახლი”  მუშაობდეს  გამართულად  და  დაცული  იყოს  სანიტარულ-ჰიგიენური  ნორმები.   ამისთვის  კი  საჭიროა  ინვენტარის  განახლება, რომლის არქონაც   ნამდვილად დიდ  პრობლემას  წარმოადგენს.   ვგეგმავთ, გაზქურის,  გამწოვის,  დახლ-მაცივრისა და სხვა  ინვენტარის  შეძენას, რომლებიც   საჭიროა  ნორმალური  ფუნქციონირებისათვის  და  იმისათვის, რომ  ბენეფიციარებს  გამართულად  მოვემსახუროთ. -როგორია  თქვენი  სამომავლო  გეგმები? -ჩემი  სამომავლო  გეგმაა,   მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად  მოხდეს  იმ  ადამიანების  იდენტიფიცირება,  რომლებიც  ჩვენგან  დახმარებას  საჭიროებენ. არ  მინდა,  ვინმე  უყურადღებოდ  დარჩეს  და  ვისაც  ამის  საჭიროება  აქვს, ყველამ  ისარგებლოს „სათნოების  სახლის”  მომსახურებით.    დიდი  სურვილი  მაქვს, უფრო  მრავალფეროვანი  მენიუ  შევთავაზოთ  ბენეფიციარებს  და გაიზარდოს  კმაყოფილების  ხარისხი. ეს  ადამიანები  ჩვენგან  განსაკუთრებულ  ყურადღებას  იმსახურებენ  და, რაც  შეგვეძლება,  მაქსიმალურად  გვერდით  დავუდგებით. სოციალური  სფერო პრიორიტეტია  ადგილობრივი  ხელისუფლებისათვის  და,  ვფიქრობ,  ამ  მიმართულებით სამომავლოდ  ბევრი  საინტერესო  სიახლე გვექნება.     
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_10.png
30/03/2022 15:12

4 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

4 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე წარდგენილი იქნება მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის  სამსახურის ანგარიში. გთავაზობთ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ         მომხსენებელი: ზურაბი ბანცაძე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“-ს  ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                                                       მომხსენებელი: მაია ბლუაშვილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ        მომხსენებელი: ლალი ალექსიძე                                                                                                       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საკრებულოს წევრების (გარდა    საკრებულოს    თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე             მომხსენებელი: პავლე კიკალი შვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11       დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების       ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე           მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე                                                                                            ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული დაბა ხარაგაულში  9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართის (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით  სასყიდლით, იჯარის ფორმით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ             მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე             მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს  2014  წლის  2  სექტემბრის  N36 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე           მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე              მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე                 მომხსენებელი: ნანა კიკნაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივნისის №15 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ,, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ ცვლილების შეტანის თაობაზე               მომხსენებელი: ზურაბ იჩქიტიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე               მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/277254390_445945827279625_5627590691015428193_n.jpg
29/03/2022 18:12

ხარაგაულის 19 სოფელში გზების რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი იმ ხელშეკრულებებს მოაწერა, რომელიც 19 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. ხარაგაულს ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია. ჩვენ პირველი ეტაპის პირობები კარგად დავძლიეთ, პროექტების დაკონტრაქტების 100 პროცენტიანი შესრულება ვაჩვენეთ, როგორც კი ამინდები გამოვა  სამუშაოები დაიწყება.“ ხარაგაულის მერია რგფ-დან  დაფინანსების მეორე ეტაპის  მიღების მოლოდინშია. 12 პროექტი დასაფინანსებლად  უკვე მზადაა. პრიორიტეტი კვლავ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. ,,მეორე ეტაპისთვის შერჩეულ საპროექტო წინადადებებზე ხარაგაულის მერია დროთა განმავლობაში მუშაობდა, ეს პროექტები მოწონებულია საკრებულოს და იმერეთის სამხარეო საბჭოს მიერ. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს მუდმივი მზაობა , რომ შეძლოს თანხების დროული ათვისება და ასევე პროექტების დროული განხორციელება. ხარაგაულმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით 2021 წელი  წარმატებულად დააასრულა. გვაქვს მოტივაცია ამ მხრივ 2022 წელი ასევე გამორჩეულად წარმატებული იყოს“. რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე გამოყოფილი დაფინანსებით, პროექტები შემდეგ სოფლებში განხორციელდება: 1.სოფელ  ლეღვანში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი-150, 644. 00 ლარი   2.ღორეშაში მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია-200. 000.00 ლარი  3.მაქათუბნის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი)-200. 000. 00 ლარი 4.სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი)-127. 777. 00 ლარი 5.ბაზალეთში საუბნო გზის უბნის რეაბილიტაცია (მესხების უბანი)-75. 000.00 ლარი 6.თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია-251, 697. 00ლარი   7.ფარცხნალის  ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი)-150.000.00  ლარი ვახანში ინასარიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია -200, 000. 00 ლარი 9.უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი)-150, 000. 00 ლარი  10.სოფელ ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი-)75, 000. 00 ლარი 11.სოფელი ხევის საუბნო გზის რეაბილიტაცია-107, 000. 00 ლარი 12.სოფელ ვერტყვიჭალაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილების უბანი)114, 227. 00  ლარი  13.სოფელ მაქათუბანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი-)-87 388 00 ლარი 14.ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია-100, 000, 00  ლარი 15.ახლსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია(მესამე ეტაპი)-265 047. 00 ლარი 16.კიცხის საუბნო გზის რეაბილიტაცია(ბერაძეებისა და ზვიადაძეების უბანი)-279. 000.00 ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაცია(გორგაძეებისა და ფაბრიკის უბანში)-36, 853.00 ლარი სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი)-50, 077.00 ლარი სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია-63, 018.00 ლარი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1234_1.jpg
28/03/2022 19:20

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულში დასაქმების პროგრამის მიმართ დიდი ინტერესია

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული დასაქმების მასშტაბური პროგრამა - ორშაბათის ტრადიციული თათბირის ძირითადი თემა იყო. თათბირზე, კობა ლურსმანაშვილმა ვრცლად ისაუბრა დასაქმების პროგრამაზე, რომელიც  სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას უზრუნველყოფს. მერმა, მერის  წარმომადგენლებს,  პროგრამის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და  უშუალოდ იმ ოჯახებში მისვლა დაავალა, სადაც ორზე მეტი  შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს და შემწეობას იღებს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ვფიქრობ,  პროექტი მნიშვნელოვანია და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული.პროგრამის მიზანია,მოქალაქეებს გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავალი და სახელმწიფო შემწეობასთან ერთად ჰქონდეთ სამსახურიც. ეს იქნება მათი კანონიერი შემოსავალი, რომელიც  არ იქნება შეფასებული , როგორც ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესება და ოჯახი, ოთხი წლის განმავლობაში არ გადამოწმდება. ანუ ოჯახს უნარჩუნდება შემწეობაც და  დამატებითი შემოსავალი ხელფასის სახით.“ როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, ხარაგაულში პროგრამის მიმართ დიდი ინტერესია. ხარაგაულის მერიაში დასაქმების სააგენტოდან უკვე მოვიდა განცხადებები, რომელთანაც სამუშაოს წარმდგენი სუბიექტები ხელშეკრულებებს გააფორმებენ. პროგრამის ფარგლებში  გვყავს დასაქმებული პირებიც. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18
სრულად