ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის მინი სტადიონზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების, შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში.
ტურნირში მონაწილეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბორითისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდები შეხვდნენ.
ტურნირი გიმნაზიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0, დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის თასი გადაეცა.
ტურნირში მონაწილეებს შორის ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები გამოავლინა.
ანზორ ტალახაძე – საუკეთესო თავდამსხმელი
ნიკოლოზ ნანიტაშვილი – საუკეთესო მეკარე.
ლუკა გაჩეჩილაძე – საუკეთესო გამთამაშებელი
ნიკოლოზ ყრუაშვილი – საუკეთესო მცველი
შოთა ვეფხვაძე – საუკეთესო ფეხბურთელი
თეიმურაზ ზუმბაძე – პერსპექტიული ფეხბურთელი
გიორგი ბუაჩიძე – ბომბარდირი
ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი წელს მესამედ ჩატარდა.