საბჭოს შესახებ

გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ

 

2016 წელს ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შევიდა  ცვლილება, რომელიც  მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს, როგორც საკონსულტაციო - სათათბირო ორგანოს შექმნას გულისხმობდა. საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება  საკრებულოს რეგლამენტით და საბჭოს დებულებით განისაზღვრება, რომელსაც  მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოებს დაევალა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად.  ასევე მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლის, გენდერული თანასწორობის საბჭოს განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგებელს /მერს დაევალა შესაბამის გამგეობაში/მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის განსაზღვრა.

     ადგილობრივ დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების როლი და უფლება -მოვალეობები საკმაოდ ზოგადია. იმისათვის, რომ მათ ეფექტიანად იმუშაონ და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მიღწევას , მნიშვნელოვანია , მათ ზედმიწევნით იცოდნენ, რა უფლებამოსილებები გაჩნიათ, რა ვალდებულებები აკისრიათ, როგორია გენდერული თანასწორობის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია და რა საქმიანობას ახორციელებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ეროვნულ დონეზე.

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს მისია

გენდერული თანასწორობის საბჭოს მისიაა, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა როლის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას და აღნიშნული თემის პოპულარიზაციას როგორც გარე, ისე შიდა აუდიტორიაში.საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზანი მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის დაცვა, გენდერული დისკრიმინაციის გამოვლენა  და მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ასევე, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებაა. საბჭოს მიზანი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის კოორდინაცია და მონიტორინგია. ასევე  უზრუნველყოს სხვადასხვა დაინტერესებული თუ ჩართული მხარის ძალისხმევის გაერთიანება ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმოებისას.

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს ხედვა

გენდერული თანასწორობის საბჭო არის სანდო, გამჭვირვალე და კომპეტენტური ორგანო, რომელიც წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირებაში და გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიღწეული პოზიტიური ცვლილებების სწორ და ეფექტიან კომუნიკაციაში.

 

გენდერული თანასწორობის ადგილობრივი ვალდებულებები.

.  საქართველოს კონსიტუტუცია - 1995 წელი;

.  საქართველოს კანონი ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ – 2010 წელი ;

.  საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ – 2014 წელი;

. საქართველოს კანონი ,,ქალტა მიმართ ძალადობის ან/ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ – 2006 წელი;

.  საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ;

. საქართველოს მთვარობის დადგენილება №437 - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ.

 

გენდერული თანასწორობის საერთაშორისო ვალდებულებები

. გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ - CEDAW.

. მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში, იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი“.

. ევროსაბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“.

. დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა, ხელი შეუწყონ არსებითი თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას. შეიმუშაოს კომპლექსური ჩარჩოები, პოლიტიკური და ზომები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და დასახმარებლად;

. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ,,ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 1325 – UN SCR 1325

. რეზოლუცია 1325 ხელს უწყობს ქალთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებას კონფლიქტის დროს და პოსტ - კონფლიქტურ სიტუაციაში.

. სპეციალური მიდგომების შემუშავებით, რათა მოგვარდეს ქალთა უსაფრთხოების საკითხები.

. მოხდეს ადგილობრივი/ ეროვნული პრაქტიკის თანხვედრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპებთან .

. ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მიღებული ,,დობილი რეზოლუციები“ აძლიერებს არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს და ეროვნულ კანონმდებლობას იმისათვის , რომ ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას.

ნანახია: 0 - ჯერ