ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2017 წლის 19 დეკემბერი დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250050.35.128.016162)>
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
,,მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დანართი №1)“.
მუხლი 2 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მანანა ბარბაქაძე
საკრებულოს თავმჯდომარე
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1 მერია
მუხლი 2 მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
მუხლი 3
ადმინისტრაციული წარმოების ენა მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 4
მერიის ადგილსამყოფელი მერიის ადგილსამყოფელია დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №15.
თავი II
მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 5 მერიის თანამდებობის პირები
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 6 მუნიციპალიტეტის მერი
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს.
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში
განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) საქართველოს ორგანული კანონისა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ, მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/ სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“თ, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.
მუხლი 7 მერის პირველი მოადგილე და მერის მოადგილე
მუხლი 8 მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის
შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
თავი III
მერიის სტრუქტურა
მუხლი 9 მერიის სტრუქტურა
მუხლი 10 მერიის სტრუქტურული ერთეული
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური;
დ) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური:
ე) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური;
ვ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;
ზ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური.
მუხლი 11 მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ბ) ორგანიზაციურ-ტექნიკურად უზრუნველყოს მერიის სამუშაო თათბირების, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების
ჩატარება;
გ) ამზადებს მერის ადმინისტრაციულ აქტებს და საკრებულოში წარსადგენ ადმინისტრაციული აქტების პროექტებს;
დ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათი გადაგზავნას ადრესატისათვის, უზრუნველყოფს დოკუმენტაციის შენახვას და საარქივო მასალის დამუშავებას. უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო
მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ვ) მოამზადოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განსათავსებელი მასალები;
ზ) უზრუნველყოს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა;
თ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება.
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა.
დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე ამოწმებს ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებს, შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას და ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას სააგენტოსა და პოლიციაში.
მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება, კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლაშემოწმება, რეკომენდაციების წარდგენა მერიის, ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 12 მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
ზ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
თ) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13 მერის წარმომადგენელი
ა) დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა ხარაგაული, პატარა ხარაგაული)
ბ) ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ბაზალეთი, ღარიხევი, ქროლი , წიფი);
გ) ბორითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ბორითი, საქასრია,
მაქათუბანი, უბისა, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი);
დ) ვარძიის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ვარძია);
ე) ვახანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ვახანი, სერბაისი,ზედუბანი);
ვ) ზვარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზვარე, ჩრდილი, ნუნისი
);
ზ) კიცხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი კიცხი, ბორი, საქარიქედი, კიცხის იგორეთი, თეთრაწყარო);
თ) ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ლეღვანი, მარელისი, დიდვაკე, პატარა სახვლარი);
ი) ლაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ლაშე, ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი );
კ) მოლითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი მოლითი, დეისი, ბეჟათუბანი, ჭარტალი, ნებოძირი, ქვები, ბაბი, ანიულა );
ლ) ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ნადაბური, გოლისი);
მ) სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი სარგვეში, ხორითი, საბე , მიროწმინდა);
ნ) საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი საღანძილე, ზარანი, ჯაფაროული, სხლითი, ჩხერი, ვანი.);
ო) ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ფარცხნალი, ახალსოფელი , ისლარი , ღუდუმექედი);
პ) ხიდარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხიდარი).
ჟ) წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი წყალაფორეთი, ხონი, ლახუნდარა, პატარა ვარძია, ჩალხაეთი);
რ) წიფის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი წიფა, გოლათუბანი, გუდათუბანი , ფონა);
ს) ღორეშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ღორეშა); ტ) ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხუნევი, გედსამანია, ვერტყვიჭალა , ბჟინევი, ვერტყვილა);
უ) ხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხევი, წაქვა, გრიგალათი, ციცქიური);
ა) მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
ბ) მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი;
გ) მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი;
დ) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე
შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
ვ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ზ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
თ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;
ი) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
კ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
ლ) ვალდებულია დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მერის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს ბავშვის დაბადების თაობაზე, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;
მ) ვალდებულია შეადგინოს ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა წარუდგინოს მერის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;
ნ) ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
მუხლი 14 მერიის მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
ა) მერიის მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
მუხლი 15 მერიის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
ა) ისარგებლოს შესაბამისი სამუშაო პირობებით, მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისგან, სტრუქტურული ერთეულებისგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითიბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი მოკვლევა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;
თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ ინსტრუქციას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
კ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელფასო დანამატები;
ლ) მოითხოვოს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება;
მ) ისარგებლოს ყოველწლიური 24 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით;
კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 16 მერიის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
2.სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება- მოვალეობები.
თავი V
მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა
მუხლი 17 მერიაში ვაკანსიის გახსნა
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე; 2. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:
ა) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;
ბ) სამსახურის უფროსი და უმცროსი საჯარო თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.
მუხლი 18 მერიის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
მუხლი 19
მერიის მოხელის კარიერული განვითარება მერიის მოხელის კარიერული განვითარება ხდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 20
სამსახურებრივი გადაყვანა
მერიის მოხელის სამსახურებრივი გადაყვანა ხდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 21
სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და გათავისუფლება
მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 55-ე, 98-ე მუხლებით და მე-XII თავით.
თავი VI
მერიის მუშაობის ორგანიზება
მუხლი 22 მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
ა) საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ბ) მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;
ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.
მუხლი 23 მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია
მუხლი 24 მერიის შინაგანაწესი
ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული განკარგულების საჯარო მოსამსახურეებისათვის გაცნობის წესი;
ე) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) მერიის მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;
თ) დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული
სხვა საკითხები;
ი) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
მუხლი 25 მერის, მერის სამსახურის სამუშაო გეგმები
4.მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს. სამსახურის ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.
მუხლი 26 მოხელის სამუშაო გეგმა
მუხლი 27 ანგარიშგება
ა) მერიის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში;
ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;
გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;
დ) მერიის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
მუხლი 28 საქმიანობის შეფასება
მუხლი 29 საქმიანობის შეფასება
თავი VII
მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
მუხლი 30 მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები 1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია: ა) მერის ბრძანება;
ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;
გ) მერის მოადგილის ბრძანება;
დ) მერის სამსახურის უფროსის ბრძანება.
მუხლი 31 მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
თავი VIII
მერიის რეორგანიზაციის წესი
მუხლი 32 მერიის რეორგანიზაცია
ა) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
გ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი.
ა) მერიის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ;
ბ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და
მიღება;
გ) მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებ(ებ)ის პროექტის მომზადება;
დ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
მუხლი 33
მერიის სამსახურის რეორგანიზაცია მერიის სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულების 37-ე მუხლით განსაზღვრული წესით.