კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/info_saj/IMG_3222.JPG

დღეს ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშა

ხარაგაულის კინოთეატრში ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა,  რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მაცეკვე ტანგო“ გამართა.

სპექტაკლს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც ხარაგაულის თეატრალურ დასს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა და სპექტაკლის დაწყებამდე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით თეატრის უხუცესს მსახიობებს ლუიზა კიკნაძეს, ნიკო წიკლაურს, ნიკო დეკანოსიძეს და  გაიოზ შუბითიძეს თეატრთან მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად გადასცა.

სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო" რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ნინო მირზიაშვილის პიესის მიხედვით დადგა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი - გაიოზ შუბითიძე.

ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, ყოველ 27 მარტს ხარაგაულის თეატრი ახალგაზრდებისთვის უფასო თეატრალურ ჩვენებას გამართავს.

დღესვე, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები დაეთვალიერებინა, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს.

ხარაგაულში თეატრალურ ტრადიციებს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და თოჯინების თეატრი აგრძელებს.

ხარაგაულის მერია, თეატრალურ დასსთან ერთად, თეატრის საერთაშორისო დღეს ულოცავს ხარაგაულის თეატრის რეჟისორებს: ირინე ჩხეიძეს და იზა ვეფხვაძეს!უსურვებს მათ დიდი თეატრალური ტრადიციების ღირსეულად გაგრძელებას.

 

ნანახია: 757 - ჯერ