კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0086.JPG

„ჩარლის ნათლია“ - ლატვიის სახალხო თეატრმა ხარაგაულის სცენაზე ითამაშა

ხარაგაულის კინოთეატრში ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრის მიერ, სპექტაკლი „ჩარლის ნათლია“  იქნა ნაჩვენები.

ლატვიელმა მსახიობებმა ბრენდონ თომასის ყველაზე ცნობილი პიესა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა დროის რეკორდი მოხსნა, განსაკუთრებული სასცენო ხელოვნებითა და  გამორჩეული ინტერპრეტაციით ითამაშეს.

სპექტაკლი, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილსა და სისულელეს ხლართავენ, არარეალური და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედიაა.

ჩვენებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე რუსუდან გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ნანახია: 5837 - ჯერ