კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dxghjfcghnjmvcb_1.jpg

ხარაგაულს იაპონიის ელჩი სტუმრობდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა სტუმრობდა. 
ელჩს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ უმასპინძლეს. ტადაჰარუ უეჰარას ვიზიტი ხარაგაულში რამაზ ბლუაშვილის მოწვევით შედგა. 
ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ საღანძილეში სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.

 

 

 

ნანახია: 8125 - ჯერ