კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0142.JPG

საახალწლო კონცერტი მუსიკალურ სკოლაში

დღეს, 25 დეკემბერს, ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.  

სკოლასთან არსებულმა ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ბენდმა „გრავემ“ მსმენელისთვის ცნობილი კომპოზიტორების კომპოზიციები წარმოადგინა. ინსტრუმენტალურ საკრავებთან ერთად, მუსიკალური სკოლის პედაგოგებისა და  აღსაზრდელების მიერ შესრულდა სხვადასხვა ვოკალური ნომრები.

 ღონისძიებაზე გაიჟღერა „გოგონათა ვოკალური ანსამბლის“, „ბიჭუნათა კვარტეტის“, „მუსიკალური სკოლის კვარტეტისა“ და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მუსიკალურმა ნომრებმა.

სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ 2018 წელი შეაჯამა და ერთი წლის განმავლობაში სამუსიკო სკოლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და  აღსაზრდელების წარმატებების შესახებ ისაუბრა.

საახალწლო ღონისძიებას ესწრებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე.

ნიკოლოზ თოფურიძემ სამუსიკო  სკოლის პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს  მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ხარაგაულის მერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება დასტურია იმისა, თუ როგორი ნიჭიერი და მუსიკალური თაობა იზრდება ხარაგაულში. 

ნანახია: 6517 - ჯერ