კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0161.JPG

 კალათბურთის ჩემპიონატში მესამე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის(დირექტორი: გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით, ხარაგაულში, საჯარო სკოლებს შორის კალათბურთის ჩემპიონატი ჩატარდა.

ტურნირი მუნიციპალიტეტის პირველობაზე, 27 მარტს, ხარაგაულის სპორტდარბაზში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

კალათბურთის ჩემპიონატში(ვაჟებს შორის) ნადაბურის, ვარძიის, კიცხის, ვერტყვიჭალის, დაბის N3, მარელისის, ბორითის, დაბის N2 და ხევის საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბის N3 და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც N3 სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 
გამარჯვებული გუნდი სიმბოლური საჩუქრით, ხოლო გუნდის წევრები წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი კალათბურთის ჩემპიონატის ჩატარებას გოგონებს შორისაც გეგმავს, რომელიც აპრილის თვეში გაიმართება.

ნანახია: 5927 - ჯერ