კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcghncvbn.jpg

ისტორიულ მუზეუმში „ეროვნული სამოსის დღე“ და „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებებით აღინიშნა

18 მაისს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით ეროვნული სამოსის დღე ხარაგაულში კოსტიუმირებული მსვლელობით აღინიშნა. 

ნაციონალურ სამოსში გამოწყობილ მუზეუმის თანამშრომლებს ხარაგაულელები გზადაგზა უერთებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ, ანსამბლმა „ უბისმა“ ქართული ტრადიციული ცეკვები, ხოლო „საუნჯემ“- ფოლკლორული სიმღერები წარმოადგინა. ღონისძიებაზე ასევე შესრულდა ანა ჩხეიძის ელექტრონული მუსიკა.
ამავე დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში პროექტი - "ღამე მუზეუმში" განხორციელდა. 
პროექტის ფარგლებში, ფონდში დაცული XIX-XX საუკუნეში ტრადიციულ სამოსში გადაღებული ფოტოების და ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი თოჯინების გამოფენა მოეწყო.
გამოფენის ფონზე, მუსიკის თანხლებით  კოსტიუმირებული პერფორმანსები და ფოლკლორული სიმღერები შესრულდა. 
სპეციალურად ამ დღისთვის „მოხალისე გიდების“ პროექტის ფარგლებში მუზეუმის დამთვალიერებლებს ექსკურსია ახალგაზრდებმა მოუწყვეს. 
მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ კი სამუზეუმო ექსპონატების გამდიდრებაში შეტანილი წვლილსთვის რამდენიმე პიროვენბას სიგელები გადასცა.

ნანახია: 6013 - ჯერ