კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0124.JPG

ხარაგაულის მერი პირველკურსელებს შეხვდა

„საქართველოს მომავალი იქნება ისეთი, როგორებიც იქნებით თქვენ! ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია და გახსოვდეთ, რომ თქვენზე მაგარი არავინ არის. ჩემო საყვარელო და ლამაზო ხალხო, გილოცავთ სტუდენტობას! თქვენ ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ იყოთ წარმატებულები. განათლება არის უმთავრესი ცხოვრების ყველა ეტაპზე. ისწავლეთ, გამოიყენეთ დრო რაციონალურად და იცოდეთ ცხოვრებაში ვერავინ გაჯობებთ!“ - ამ სიტყვებით მიმართა, დღეს, ხარაგაულელ პირველკურსელებს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ.
ტრადიციულად, უკვე რამდენიმე წელია, ხარაგაულში, სწავლის დაწყების წინ, მომავალ სტუდენტებთან შეხვედრა, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით იმართება.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოში შეკრებილ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს ასევე, საკრებულოს წევრებმა, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.
მომავალი სტუდენტები ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და 12 მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თომამ(ლაცაბიძე) დალოცა, რომელიც ახალგაზრდებს განათლებისა და სულიერების ურთიერთკავშირზე ესაუბრა.
ახალგაზრდებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ახლადგახსნილი გალერეა დაათვალიერეს, რის შემდეგაც, წესისამებრ, ღონისძიებამ კონკურსის ფორმატში გადაინაცვლა, სადაც ალაფურშეტის თანხლებით ახალგაზრდები სახალისო აქტიოვებებსა და შეჯიბრებებში ჩაერთვნენ. დასკვნითი ღონისძიების წამყვანი გახლდათ ნინო ჭიპაშვილი.
ხარაგაულის მასშტაბით წელს, 174 კურსდამთავრებულიდან, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში 83 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის გრანტის მფლობელია 15 სტუდენტი

ნანახია: 5159 - ჯერ