საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/ZxZXX56465d4v6s54sdvsvdsdv.JPG

ხიდარში,ზაზა გლუნჩაძის სახელობის უბანში,  გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფელ ხიდარში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის უბანში, გზის  ყველაზე რთულ მონაკვეთზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერის წარმომადგენელთან, გიგი დოლიკაშვილთან ერთად მოინახულა.

ბეტონის საფარი ზაზა გლუნჩაძის  უბანში გზის 300 მეტრ მონაკვეთზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიოუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო.

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი

,,ბატონმა კობამ სოფლის და ოჯახის წინაშე დადო პირობა, რომ ზაზა გლუნჩაძის უბანში აუცილებლად მოხდებოდა გზის რეაბილიტაცია, რომელიც შესრულდა.

ჩვენ იმდენად პრობლემატურად მივიჩნიეთ ეს საკითხი, რომ რადგან რეგიონული განვითარების ფონდიდან წამოსული თანხა გადანაწილებული იყო ,  ბატონმა კობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს გზა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვეფინანსებინა. მინდა ხაზი გავუსვა ამ გარემოებას , რადგან ჩვენ გზების კაპიტალურ მშენებლობას  ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ვაფინანსებთ.

სოფელი ხიდარი, ისევე როგორც ხარაგაულის სხვა სოფლები ნამდვილად მიიღებს ბევრ ახალ სიახლეს, ახალი პროექტების სახით.

ვფიქრობ, ხიდარში, ჩვენ გვყავს ახალი კადრი, გივი დოლიკაშვილი,  რომელიც ზუსტად მოიტანს ჩვენამდე მოსახლეობის საჭიროებებს და ერთ გუნდათ უფრო მეტს შევძლებთ.

 

 

ნანახია: 1282 - ჯერ