გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ახალი პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლერებისთვის" ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ქალ მეწარმეებს ეძებს.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ქალებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, რომლებიც საქმიანობენ აგროტურიზმის სფეროში (თბილისის გარდა).
შესარჩევი განაცხადებები მიიღება აღნიშნულ ბმულზე
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის დაარსების მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა და გოგონათა ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს.
ა.ა.ი.პ „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ 2012 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის აერთიანებს 4,500-მდე ფერმერს, აგრობიზნესს, კოოპერატივსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედ სექტორულ ასოციაციებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასოციაციის ძირითადი მიმართულებებია: ადვოკატირება და კომუნიკაცია, ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება.
პროექტი ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით