საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/1122244project.jpg

პროექტები რომლებიც 2022 წელს განხორციელდება

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულს  ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო.

აღნიშნული თანხით  მუნიციპალიტეტში   19  პროექტი განხორციელდება.

მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭება გარდამავალ პროექტებს, რომლებიც 2021  წელს დაიწყო  და მიმდინარე  წელს უნდა დასრულდეს.  

მიმდინარე  წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში:

ბორითში -საუბნო გზების რეაბილიტაცია (გორგაძეებისა  და  ფაბრიკის უბნები), პროექტის ღირებულება -36 853  ათასი ლარი;

ლეღვანში- საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი), პროექტის ღირებულება- 50 077 ათასი  ლარი;

უბისაში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -63 018 ათასი  ლარი;

ლეღვანში -საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი -მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება -178 700 ათასი  ლარი;

ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -200 000 ათასი  ლარი;

მაქათუბანში- ორი  საუბნო   გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება- 200  000 ათასი  ლარი;

ღარიხევში-საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი ),  პროექტის  ღირებულება -150 000  ათასი  ლარი; 

 ბაზალეთში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი), პროექტის ღირებულება- 75 000  ათასი ლარი; 

 თეთრაწყაროში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე  ეტაპი), პროექტის  ღირებულება- 270 639 ათასი  ლარი;

ფარცხნალში- ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი),  პროექტის ღირებულება - 150 000 ათასი  ლარი;

ვახანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეეების უბანი), პროექტის ღირებულება-200 000 ათასი  ლარი;

 კიცხში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი),პროექტის ღირებულება-229 326 ათასი ლარი;

უჩამეთში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძების უბანი), პროექტის ღირებულება- 150 000 ათასი  ლარი;

ლაშეში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება-75 000 ლარი;

 ხევში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-130 085  ათასი  ლარი;

ვერტყვილაში-საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიშველების უბანი), პროექტის ღირებულება -142 783  ათასი  ლარი;

მაქათუბანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება- 109 234  ათასი  ლარი;

ქროლში-საუბნო გზების რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-100 000  ათასი  ლარი;

ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი) - პროექტის  ღირებულება  265 047  ათასი  ლარი;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ნანახია: 2337 - ჯერ