საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648.png

სკრინინგის განცხადება

წარმოგიდგენთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთ მაგისტრალის (E-60) ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მოდერნიზებისა და ექსპლუატაციის“ პროექტის ფარგლებში №4 საცხოვრებელი ბანაკის მოწყობის პროექტის სკრინინგის ანგარიშს.

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (№4 სამშენებლო ბანაკის მოწყობა);

 

საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხევი;

 

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 21თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს)

 

იხილეთ:

სკრინინგის ანგარიში

 

ნანახია: 1227 - ჯერ