საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/sxtyjcghjghj.JPG

სკოლების სატრანსპორტო მომსახურება მუნიციპალიტეტებს დაექვემდებარება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მერის მოადგილესთან, თემურ ჩხეიძესთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სკოლების სატრანსპორტო მომსახურების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც სამომავლო გეგმები დასახეს.
შეგახსენებთ, რომ სკოლების სატრანსპორტო მომსახურება ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარებაში, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, ილია ბეგიაშვილმა და მზია გიორგობიანმა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს, ახალი სასწავლო წლიდან გადავა.

 

ნანახია: 2679 - ჯერ