საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0069.JPG

ხარაგაულის მერმა სხლითის და ვანის მოსახლეობას მოუსმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, სოფელ სხლითის და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ. 
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ორ სოფელში არსებული პრობლემები მოისმინეს და მოსახლეობასთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. 
ხარაგაულის მთიანი სოფლების ძირითადი გამოწვევა დაზანებული ინფრასტრუქტურაა. ვანში 4 კმ-იანი გზა 2017 წელს დაიგო, გზის რეაბილიტაციას ითხოვს სხლითის მოსახლეობაც. მერის ინფორმაციით, სხლითში 3კმ-მდე გზა 2020 წელს მობეტონდება. 
სხლითის და ვანის მოსახლეობა, სოფლებში მოძველებული წისქვილებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაციას ითხოვს. 
ნიკოლოზ თოფურიძის და არჩილ მაღრაძის განცხადებით, ხიდ-ბოგირების აღდგენა 2018-2019 წლებში ყველა სოფელში დასრულდება. ასევე, აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახური, რათა წისქვილების რეაბილიტაციიის საკითხი დადებითად გადაიჭრას. 

ნანახია: 6364 - ჯერ