საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dsrfgdfgdgdhhmkjhk%2Cbn.jpg

 ხარაგაულში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაცია ბავშვებს გამოიკვლევს

შვედი ექიმები მუნიციპალიტეტში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან და პრევენციის მიზნით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს გამოიკვლევენ. 
ასოციაციის (ხელმძღვანელი Kale spens) წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს შეხვდნენ და გამოკვლევების ჩასატარებლად კონკრეტული დეტალები განიხილეს.
სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში გამოკვლევებს ხვალიდან დაიწყებენ. მანამდე კი, 20-21 სექტემბერს, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების ექიმებს, ექთნებს, ასევე, უბნის ექიმებს სმენასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სემინარს ჩაუტარებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ექიმები, თავისუფალ დროს, ჯანდაცვის ცენტრის შენობაში სხვა ბენეფიციარებსაც გამოიკვლევენ. 
შვედი ექიმების ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება. გასულ წელს ასოციაციის წარმომადგენლებმა ხარაგაულში 850 ადამიანი გამოიკვლიეს და მათ შორის 70 ბენეფიციარს 100 000 ლარის ღირებულების სმენის აპარატები უსასყიდლოდ გადასცეს. 

სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ვიზიტის ინიციატორი ხარაგაულში პროგრამის კოორდინატორი მაია ბერაძე-ჯონსონი გახლავთ. 
ვიზიტის მხარდამჭერია ხარაგულის მერია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

ნანახია: 8949 - ჯერ