საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/_DSC0334%20ss.jpg

ხარაგაულს ოფიციალური ვიზიტით შვედეთის ელჩი სტუმრობდა

3 ოქტომბერს შვედეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი, პირველი გასვლითი ვიზიტის ფარგლებში ხარაგაულს  სტუმრობდა. შვედეთის ელჩი, იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორთან, შავლეგო ტაბატაძესთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად, ბორითის საბავშვო ბაღში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმების მიერ ბავშვთა კვლევის პროცესს დაესწრო. ღონისძიებას ბორითის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე, დაესწრნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ შვედეთის ელჩს, შვედ ექიმებსა და პროექტის კოორდინატორს, მაია ბერაძე-ჯონსონს მადლობა გადაუხადა ხარაგაულში ასეთი მნიშვნელოვანი გამოკვლევების ჩატარებისთვის, რომელიც უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს  მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ა(ა)იპ „ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრს“ სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის მიერ გამოკვლევების ჩასატარებლად სპეციალური აპარატი გადაეცა.

სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან. ამ დროის განმავლობაში, სმენის პრობლემების მქონე დაახლოებით 800-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 16-ს სასმენი აპარატი გადაეცა. აპარატები გადაეცემათ ასევე 22 ბენეფიციარს.

სტოქჰოლმის Widex AB Hearing Aids Company -იის წარმომადგენლების ხარაგაულში ვიზიტის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“.

ნანახია: 5948 - ჯერ