საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/gjklhgjklhjk.jpg

ხარაგაულში პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და მერიის სახელით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამოვლენილი წლის წარმატებული მასწავლებლები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. 
მასწავლებლის დღე, 5 ოქტომბერი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 24 წელია აღინიშნება. 

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 
მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია. 

 

ნანახია: 6740 - ჯერ