საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dcghjfgchjfhgj.jpg

მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

13 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ, მერაბ კოსტავას თანამებრძოლებმა, მეგობრებმა და ადგილბრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მისი ტრაგიკულად აღსრულების ადგილზე, ხარაგაულის სოფელ ბორითში, მისივე სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. 
 სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა, წმიდა კეთილმსახურის თამარ მეფის სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელმა, მერაბ კოსტავას მეგობარმა და თანამებრძოლმა მამა მირიანმა (სამხარაძე). პანსიონის მოსწავლეებმა კი, უკვდავი „შავლეგო“ შეასრულეს და გმირის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენეს.
ამავე დღეს, ბორითის კულტურის სახლში, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა, იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“ აჩვენა, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.

ნანახია: 4821 - ჯერ