საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/dxfgjhghjmvbnm.JPG

ნიკოლოზ თოფურიძე რკინიგზის დეპარტამენტის  წარმომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე 10 დღის წინ, ზვარეში, ჩიტაძეების უბნის მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დროს წარმოქმნილ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას დაპირდა, რომ დაუყოვნებლივ აცნობებდა ამ მდგომარეობას რკინიგზის დეპარტამენტს.

დღეს ნიკოლოზ თოფურიძემ დეპარტამენტისა და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს  წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე შეისწავლა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც აფეთქებების შედეგად სახლების დაბზარვას და ეზოებში ქვათა ცვენას უჩივიან.   

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პროექტების ხელმძღვანელის, გიორგი ზაზაშვილის ინფორმაციით,  კონტრაქტორ ჩინურ კომპანიასთან ერთად უმოკლეს დროში განიხილავენ საკითხს და აცნობებენ მოსახლეობას.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, იგი უშუალოდ გააკონტროლებს პროცესს და ბოლომდე იქნება ჩართული ამ საქმეში, რათა მოსახლეობის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნას დაცული.

ნანახია: 5835 - ჯერ