საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dxfhdfghjvhkmbn.JPG

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის წევრები, ა(ა)იპ-ების დირექტორები, ბუღალტრები და საკითხით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მოისმინეს და ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო მოთხოვნები განიხილეს.

იხ. ბმული

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის შემოსულობების გეგმა 736 600 ლარით გაიზარდა, მიზნობრივი ტრანსფერი 138 000 ლარს, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები - 5 997 800 ლარს, სხვა შემოსავლები კი 145 000 ლარს შეადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტი პროექტი კი 7 625 800 ლარით განისაზღვრა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ა(ა)იპ-ებისთვის გათვალისწინებულია:

ა(ა)იპ „ეთერ კიკნაძის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“ – 1 130 000 ლარი;

ა(ა)იპ „მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი“ – 100 000 ლარი;

ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ – 380 000 ლარი;

ა(ა)იპ „შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“ – 110 000 ლარი;

ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ – 647 000 ლარი;

ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ – 50 000 ლარი;

ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ – 125 000 ლარი;

ა(ა)იპ „სათნოების სახლი“ – 93 000 ლარი;

კომისიის სხდომაზე  კულტურის სფეროში მოღვაწე  ა(ა)იპ-ებში აღსაზრდელების მხრიდან სწავლისათვის არსებული გადასახადის გაუქმების შესახებ დაისვა საკითხი. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, მაია ბლუაშვილი თანახმაა გაუქმდეს აღნიშნული გადასახადი, თუკი ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი ამ დანაკლისის მიხედვით (ამ შემთხვევაში 2 800 ლარით) გაიზრდება.

ამავე მოსაზრებას ეთანხმება მუსიკალური სკოლის დირექტორი, ლალი ალექსიძე, თუმცა მიიჩნევს, რომ არსებული გადასახადი (10 ლარი) მინიმალური  თანხაა და ამის საფუძველზე  აღსაზრდელთა კონტიგენტის გაზრდას არ მოელის.

სხდომაზე დებატები მოჰყვა ორი ა(ა)იპ-ის „სათნოების სახლისა“ და “მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დაფინანსების საკითხს.

კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ა(ა)იპ-ების მიერ შესასრულებელი მომსახურებები მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერზე უნდა გაიტანოს, რითაც უკეთეს მომსახურებას მიიღებს და თანხების დაზოგვაც მოხდება.

კომისიის სხდომაზე, ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის საკითხი, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 380 000 ლარია გათვალისწინებული.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს.

ნანახია: 8371 - ჯერ