საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfghjmcbc.JPG

გამოკითხვის შედეგად მოსახლეობამ ხარაგაულის მერის საქმიანობა დადებითად შეაფასა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოკითხვა - როგორ აფასებთ ხარაგაულის მერის საქმიანობას, ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოკითხვის შედეგად, მასში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, ადამიანთა 94%-მა ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობა დადებითად შეაფასა, დანარჩენმა 6%-მა კი - უარყოფითად!

მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში და ღიად დააფიქსირა საკუთარი აზრი. თქვენი შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც კრიტიკულია. ჩვენ გულისყურით ვუსმენთ განსხვავებულ აზრს, ღიად ვსაუბრობთ პრობლემებზე და გუნდურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

აქვე გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე იწყებს გასული ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას მოსახლეობასთან. შეხვედრების განრიგს მიადევნეთ თვალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge და facebook გვერდზე.  

 

 

 

ნანახია: 9011 - ჯერ