საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgjdghj_1.jpg

ხევის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების გამართვა გრძელდება. ამჯერად, სოფლის პრიორიტეტები ხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შეარჩიეს. პროცესს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა.

ხევის თემის სოფელ გრიგალათში, რომლისთვისაც  12 000 ლარია გამოყოფილი, ახალგაზრდების ინიციატივით, სპორტული მოედანი მოეწყობა, მოიხრეშება ასევე, საუბნო გზები. 

ციცქიურის მოსახლეობა მდინარე ძირულაზე გადასასვლელ ხიდს შეაკეთებს, ასევე, მოხრეშავენ საუბნო გზებს. 
წაქვაში 10 000 ლარით სპორტულ მოედანს მოაწყობენ და აქაც გზებს შეაკეთებენ.
ხევის მოსახლეობა კი, წისქვილს ააშენებს და სასაფლაოს შემოღობავს.

იხილეთ ოქმი

ნანახია: 5954 - ჯერ