საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/khkjhkjh.jpg

ზაურ ბერაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქარველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. პირველ დღეს, ქართველმა ფალავნებმა 4 მედალი - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.
ხარაგაულელი ზაურ ბერაძემ (86 კგ) კი, 10 მარტს, გადამწყვეტ ბრძოლაში, ბელარუს პაჰასიანს 4-2 მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ვულოცავთ ზაურ ბერაძეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!

 

 

 

 

ნანახია: 6677 - ჯერ