საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/gkjkbnm%2Cy_1.JPG

ნადაბურში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, პირველ მოადგილესთან არჩილ მაღრაძესთან ერთად, ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ნადაბურის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ, სადაც ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 578 498 ლარით ფინანსდება, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 428 მეტრიან გზას. სამუშაოებს  შპს „საპოვნელა“ ასრულებს.

პირველმა პირებმა, ასევე, მოინახულეს ხიდ-ბოგირებისა და ციციქიურის უბანში  გაბიონის მშენებლობის პროცესი, რომლებზეც სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხ ხიდ-ბოგირს უტარდება რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 60 000 ლარია, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან არის დაფინანსებული.

ციცქიურში გაბიონის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, პროექტის ღირებულება 69 800 ლარს შეადგენს და დაფინანსებულია სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან. სამუშაოებს ასრულებს  „ლოდი პლიუსი“.

ნანახია: 5493 - ჯერ